“ფაქტმონიტორი” ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია X-ზე გერმანელი ჟურნალისტის, იულიან რაიხელტის პოსტს აზიარებს, რომელშიც 2022 წელს ევროკავშირის მიერ უკრაინისა და რუსეთისთვის გადარიცხული თანხების შესახებ მონაცემებია მოყვანილი.
“ევროკავშირის გადახდები უკრაინისთვის 2022 წლის თებერვლიდან: 231.5 მილიარდი ევრო.
ევროკავშირის გადახდები რუსეთისთვის 2022 წლის თებერვლიდან: 232.05 მილიარდი ევრო.
ეს არის ყველაზე გიჟური საომარი “სტრატეგია” ისტორიაში”,- წერს რაიხელტი.
თოფურიას შეფასებით, ეს პროცესი ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითია.
“თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ ევროკავშირის ბოლოდროინდელ შანტაჟს — მცდელობას, რომ სანქციების 21-ე პაკეტში მოექციათ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და იქ რუსული ნავთობის კვალი ეძიათ.
ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი”,- წერს ვახტანგ თოფურია.