fbpx

ვაქცინის პირველ პარტიას თებერვლის ბოლოს ველოდებით-ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო COVID-19-ის ვაქცინების პირველ პარტიას თებერვლის ბოლოს მიიღებს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინები, პირველ რიგში, სამედიცინო დაწესებულებების პერსონალისთვის იქნება განკუთვნილი.

მინისტრის თქმითვე, მოსახლეობის 60%-მდე მოცვაზე გასვლა შემოდგომის შუა პერიოდისთვის იგეგმება.

“ვაქცინას ველოდებით თებერვლის ბოლოს. ჩვენ უკვე დავაგზავნეთ ყველა კლინიკაში მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მოგვაწოდონ სია ყველა იმ თანამშრომლის, რომელიც მუშაობს სამედიცინო დაწესებულებებში, რათა ორგანიზებულად წარიმართოს ვაქცინაცია.

სრულწლოვანი მოსახლეობის 60% ანუ 1.7 მილიონი ადამიანი არის მაჩვენებელი, რომელიც მნიშვნელოვნად აისახება ეკონომიკური საქმიანობის გაზრდაში. შემუშავებული არის გეგმა სტრატეგიული კომუნიკაციის. ამასთან, დაკავშირებით ჩვენი უწყება სხვა უწყებებთან ერთად იმუშავებს საინფორმაციო მაუწყებლებთან ერთად საინფორმაციო კამპანიის კუთხით. ვაქცინაციის დროს გამოვლენილი ძალიან მცირე გვერდითი მოვლენები გაზრდის ნდობას ვაქცინის მიმართ. ამ შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული ვართ შემოდგომის პირველი ნახევრისთვის.

“ფაიზერის” გარდა ჩვენ ველოდებით “ასტრაზენეკას” ვაქცინას ნახევარ მილიონ დოზას. პირველ კვარტალში ველოდებით “ასტრაზენეკას”, – განაცხადა ტიკარაძემ.

გაუზიარე!

Shares