fbpx

ვარკეთილში, ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ვარკეთილში, ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო
ვარკეთილის დასახლებაში, ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია
დაიწყო. ამ დროისთვის, სამუშაოები 300 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს, სადაც
ახალი სანიაღვრე სისტემა ეწყობა.
პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე
ასფალტის საფარი დაიგება.
გარდა ამისა, ჯავახეთის ქუჩაზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ
არსებულ მოედანზე, სატრანსპორტო კუნძულები მოეწყობა, გაფართოვდება
საფეხმავლო ბილიკები, ხოლო მოედნის ტერიტორიაზე ასფალტის საფარი
დაიგება.
პროექტის განხორციელების შედეგად, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე
ტერიტორიასა და ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე, რომელიც დასახლებაში საკმაოდ
დატვირთული და მოძრავია, ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება, რაც
ადგილობრივ მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების საშუალებას
მისცემს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება