fbpx

ვარკეთილი-3-ის I მ/რ-ში, მე-28 კორპუსის მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცე
ეწყობა

ვარკეთილი-3-ის I მ/რ-ში, მე-28 კორპუსის მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცე
ეწყობა. პროექტის ფარგლებში, კეთილმოწყობის სამუშაოები 11 000 კვ.მ
ფართობზე ჩატარდება. აღნიშნულ სივრცეში დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების,
სანაგვე ურნებისა და მოსასვენებელი სკამების განთავსება. დამონტაჟდება
გარე განათებისა და სარწყავი წყლის სისტემები, ასევე, ტერიტორია
გამწვანდება.
პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 1 200 000 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია შპს „ალგე ჯგუფი“
ახორციელებს, გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან
ერთად გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება