fbpx

დავით შერაზადიშვილმა საჯარო სამსახურში 50-წლიანი მოღვაწეობისთვის ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ლეილა სილაგაძე დააჯილდოვა


ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, მოქალაქეთა მომსახურებისა და
საქმისწარმოების განყოფილების ყოფილმა თანამშრომელმა, ლეილა სილაგაძემ,
საჯარო სექტორში 50-წლიანი მოღვაწეობა დაასრულა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის
მერმა დავით შერაზადიშვილმა, საჯარო სამსახურში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის
ლეილა სილაგაძეს მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო ჯილდო გადასცა.
ლეილა სილაგაძეს 50-წლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა ასევე ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანმა, მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პაპუნა მუშკუდიანმა და მოქალაქეთა
მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსმა სალომე ჭყონიძემაც
გადაუხადეს.
ლეილა სილაგაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, წლების განმავლობაში,
მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსად, ასევე
სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
,,ქალბატონმა ლეილა სიალაგაძემ საჯარო სექტორში 50-წლიანი მოღვაწეობა
დაასრულა. დღეს მას, როგორც ღვაწლმოსილ საჯარო მოხელეს სამახსოვრო ჯილდო
გადავეცი და მერიაში მუშაობის პერიოდში გამოჩენილი მაღალი
პროფესიონალიზმისთვის დიდი მადლობა გადავუხადე. ქალბატონმა ლეილამ მერიის
მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების განვითარებასა და
წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა და არაერთი საჯარო მოხელისთვის მისაბაძ
მაგალითად იქცა, ამ დიდი ღვაწლისთვის მას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი“-
განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება