fbpx

ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ გონიერი ხელისუფლების დამსახურებით-მირიან ყარაულაშვილი

ანალიტიკოსი მირიან ყარაულაშვილი:

ალბათ, სხვებიც შეამჩნევდნენ, რომ ბოლო ერთი საუკუნის, ანუ ბოლო 100 წლის განმავლობაში ჩვენი დღევანდელი ათწლეული(2010-2020წ.წ.) ერთადერთია , როდესაც საქართველოში , მიუხედავად პოლიტიკური წყობისა და ორიენტაციისა, პირველად არ გვაქვს ე.წ. დიდი სისხლი და საომარი თუ ცხელი კონფლიქტური სიტუაციები :

1. 1920-1930 წ.წ.

– 1921 წლის საქართველოს საბჭოთა რუსეთისგან ოკუპაცია,

– 1924 წლის სისხლიანი ეკზეკუციები…

2.1930-1940 წ.წ.

– 1936-1938 წ.წ. სისხლიანი ეკზეკუციები…

3. 1940-1950 წ.წ.

– მეორე მსოფლიო ომი და 300 ათასი შინმოუსვლელი ქართველი…

4. 1950-1960 წ.წ.

– 1956 წლის თბილისის მოვლენები და რამოდენიმე ათასი ქართველი ახალგაზრდისდაღვრილი სისხლი საბჭოთა არმიის შენაერთების მიერ…

5. 1960-1970 წ.წ.

– ხელოვნურად პროვოცირებული ეთნიკური კონფლიქტები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ათეულობით დაზარალებული ოჯახი და ადამიანი ….

6. 1970-1980 წ.წ.

– აფხაზეთში პროვოცირებული ეთნო და პოლიტიკური კონფლიქტები 1978-79 წლებში, დაზარალებული ოჯახები, ადამიანები, რეპრესიები პოლიტიკური მოტივით.

– 1978 წლის მოვლენები , დაკავშირებული ახალი კონსტიტუციების განხილვა-მიღებასთან…

7. 1980-1990 წ.წ.

– 1988- 1989 წლის პოლიტიკური მოტივის მოვლენები, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ უდანაშაულო ქართველი ახალგაზრდების და ქალების დაღვრილი სისხლი…

8. 1990- 2000 წ.წ.

– 1991 წელს პროვოცირებული სისხლიანი კონფლიქტები სამაჩაბლოს ტერიტორიაზე…

– 1991-92 წლების სამოქალაქო ომი თბილისსა და რეგიონებში….

– 1992-1993 წლის აფხაზეთის ომი და ათიათასობით მსხვერპლი ორივე მხრიდან….

9. 2000 – 2010 წ.წ.

– 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთთან და ასეულობით ადამიანის მსხვერპლი ორივე მხრიდან…

– და მხოლოდ ამ , ბოლო ათწლეულში , 2010-2020 წლებში მოხერხდა, რომ განსაკუთრებული ცხელი კონფლიქტი არ ყოფილა ქვეყანაში და ასე თუ ისე მშვიდობიან ვითარებაში მოხდა ყველა შესაძლო პროვოკაციული კონფლიქტის განმუხტვა და განეიტრალება!!!

და უნდა თუ არა ეს ვინმეს, უნდა ვაღიაროთ რომ ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ გონიერი ხელისუფლების დამსახურებით!იმ ხელისუფლების დამსახურებით, რომელიც გასული ათწლეულების მიჯნაზე ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და რომელსაც დღეს თვითონვე გადააბარა ნებაყოფლობით სრული სახელისუფლებლო ბერკეტები!!!

კიდევ ვიმეორებ:- მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ესაა ერთადერთი სიმართლე და ჭეშმარიტება ამ თემაზე !!!

თუ უკეთესად შეგიძლიათ- დაწერეთ ბატონო და წავიკითხავთ!!

გაუზიარე!

Shares