fbpx

ასე აბჯარ ასხმულები ზრუნავენ რომ ჩვენი ქალაქის მცხოვრებლები თბილ სახლებში უსაფრთხოდ იყვნენ

სოციალურ ქსელში , მოქალაქე თათა მურადაშვილი მადლიერებას გამოხატავს ,,თბილისი ენერჯი,, მიმართ და პოსტს აქვეყნებს- იყო და არა იყო რა… ერთ პატარა ქალაქში ბოროტი გველეშაპი სახელად კორონა გამოჩნდა. პატარა ქალაქის მცხოვრებლები სახლებში გამოიკეტნენ და შიშით გარეთ ვერ გადიოდნენ. ზოგი მათგანი გველეშაპმა ვისურით მოწამლა.

მათთან მისვლას კი ბევრი ვერ ბედავდა. გაზმა გაჟონა სახლში როცა კორონა მქონდა. მეგონა არავინ მოვიდოდა. მაინც დავრეკე 114-ზე. მალევე კართან რამდენიმე გმირი გამოჩნდა. მერე საუბრისას გავარკვიე რომ მეთაურებმა თურმე რვავე საუკეთესო აბჯარით, ცალკე იზოლირებული სახლებით და უახლესი იარაღებით აღჭურვეს რომ სპეციალურად კორონავირუსით დაინფიცირებულ და იზოლაციაში მყოფ აბონენტებს მოემსახურონ. ასე რომ როგორც კი რომელიმე მაცხოვრებელს მათი დახმარება სჭირდება ეს გმირები წამსვე ადგილზე ჩნდებიან. არც ბოროტ კორონას უფრთხიან და არც ინფიცირებულებს არიდებენ თავს.

ასე აბჯარ ასხმულები იმაზე ზრუნავენ რომ ჩვენი პატარა ქალაქის მცხოვრებლები თბილ სახლებში უსაფრთხოდ იყვნენ. მათ სახეზე ვერც ვერავინ ცნობს..მხოლოდ მათი სახელები ვიცით – დათო, გელა, გიორგი ოთარი და ა.შ. ასეთია გმირების ხვედრი… ისინი უბრალოდ ხალხის სამსახურში არიან. მალე გველეშაპი დამარცხდება…ცხოვრებაც ჩვეულ რითმს დაუბრუნდება და იმედია ჩვენს გმირებს უფრო უკეთ გავიცნობთ. სხვა რომელიმე კომპანია ასე ზრუნავს საკუთარ აბონენტებზე?

გაუზიარე!

Shares