fbpx

ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ ევროპაში პირველად აჟღერდა კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“ და საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა 

 საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგიასა და მის მეზობელ ქვეყნებში წარმატებით მიმდინარეობს ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი „ევროპალია-საქართველო“. 18 ნოემბერს ბელგიის ქალაქ ანტვერპენის დედოფალ ელისაბედის სახელობის საკონცერტო დარბაზში აჟღერდა კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“. აღსანიშნავია, რომ „რეკვიემი“ ევროპაში პირველად შესრულდა. კონცერტში მონაწილეობდნენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა. კონცერტს მაესტრო ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. კონცერტმა მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა და წარმატებით ჩაიარა. „რეკვიემი“, რომელიც კომპოზიტორმა მშობლებს მიუძღვნა, სოლისტი ბიჭუნას, ქალთა კვარტეტის, ვაჟთა სექსტეტის, სიმფონიური ორკესტრისა და შერეული გუნდისთვის არის დაწერილი. ნაწარმოების პრემიერა საქართველოში 2021 წელს გაიმართა. შეგახსენებთ: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება. ევროპელ საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში შეუძლია ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა – „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში). 2023 წლის „ევროპალია-საქართველოს“ საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/en/europalia-georgia/europalia-georgia-programme; კონცერტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/en/europalia-georgia/events/tbilisi-symphony-orchestra-performs-kakhidzes-monumental-requiem

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება