fbpx

გურამ მაჭარაშვილი თემურ ალასანიაზე:რასაც ჩვენ ვამბობთ „ხალხის ძალა”, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ჩანაწერების სახით, ესენი უკვე თავად ადასტურებენ

“ამ გამოსვლის შემდეგ, რაც ვიცით, რომ ალასანიას გავლენები არის ძალიან დიდი ნაცმოძრაობაში, ბუნებრივად საზოგადოების ის ნაწილიც განაწყო უარყოფითად, რომელიც ოპოზიციას უჭერდა მხარს,” – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი თემურ ალასანიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს.

მაჭარაშვილის თქმით, თემურ ალასანიამ პრაქტიკულად წინასწარ წააგებინა არჩევნები ოპოზიციას, რადგან ღიად საუბრობს საქართველოსთვის ისეთ მტკივნეულ თემაზე, როგორიც არის აფხაზეთის არამშვიდობიანი გზით დაბრუნება.

“პრაქტიკულად ალასანიამ დაუმთავრა არჩევნები ოპოზიციას. რეალურად გახსნა კარტები – ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ალასანია საუბრობს ომზე; ჩვენ ვსაუბრობთ გაერთიანებაზე, ალასანია გახლეჩვაზე, დაპირისპირებაზე. ახლა ოპოზიციას შეუძლია დაჯდეს და საპენსიო უზრუნველყოფაზე იზრუნოს იმიტომ, რომ ეს არჩევნები ისედაც წაგებული ჰქონდა და რეალურად, ამ გამოსვლის შემდეგ, რაც ვიცით, რომ ალასანიას გავლენები არის ძალიან დიდი ნაცმოძრაობაში, ბუნებრივად საზოგადოების ის ნაწილიც განაწყო უარყოფითად, რომელიც ოპოზიციას უჭერდა მხარს.

ისე, უნდა შევახსენოთ ბატონ ალასანიას, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ომის დაწყებაზე ვინც გვესაუბრებოდა, იმათზე სისხლის სამართლის საქმეა, მათ შორის უკრაინაში, აღძრული.

რასაც ჩვენ ვამბობთ „ხალხის ძალა”, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ჩანაწერების სახით, ესენი უკვე თავად ადასტურებენ,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება