fbpx

ავსტრალიამ აგენტებთან ბრძოლის საკმაოდ მკაცრი მეთოდები შეიმუშავა, მასთან ახლოსაც ვერ მივა „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონი

რაოდენ უწყინარი და ლმობიერი მომეჩვენა ჩვენი, ეროვნული „რუსული“ კანონპროექტი ავსტრალიაში „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ მონიტორინგის მიზნით შემუშავებულ, როგორც ჩანს, ასევე „რუსულ“ ზომებთან შედარებით. თუმცა ნუ შემოვიფარგლებით მხოლოდ ავსტრალიით, „კრემლიდან“ მიღებულ ამანათში კიდევ ბევრი საინტერესო ინფორმაცია გველოდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ავსტრალიამ აგენტებთან და ჯაშუშებთან ბრძოლის საკმაოდ მკაცრი მეთოდები შეიმუშავა და ამ მეთოდებთან სიმკაცრის მიხედვით ახლოსაც ვერ მივა „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონი.

„კრემლიდან „Росспочта“-ს მეშვეობით კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ამანათი მივიღე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ ყველა „რუსული კანონის“ ანალოგი აღმოვაჩინე. ანბანის მიხედვით, ავსტრალიით დავიწყებ. მაშ ასე, რამ მიაღებინა ავსტრალიას ეს კანონი:

საგარეო ჩარევა და ჯაშუშობა საფრთხეს უქმნის იმას, რაც ავსტრალიაში ყველაზე მეტად ფასდება: ქვეყნის სოციალური ერთიანობა, დემოკრატია და თავისუფლების ხარისხი.

ავსტრალია რჩება უცხოური ჩარევის მუდმივი სამიზნე სახელისუფლებო ინსტიტუტების, საგანმანათლებლო, ინდუსტრიული მედიასაშუალებების წინააღმდეგ. ავსტრალიის წინაშე არსებული საფრთხეების ბუნება, მრავალფეროვნება და მასშტაბები შთამბეჭდავია და ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტს, ღირებულებებსა და ეროვნულ ინტერესებს.

უყურადღებოდ, უკონტროლოდ დარჩენილ საგარეო ინტერვენციას შეიძლება, ჰქონდეს „კოროზიული“ ეფექტი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე. მას შეუძლია, შეასუსტოს სახელმწიფოს თავისუფალი და ღია მმართველობის სისტემა, ავსტრალიის სოციალური ერთიანობა და ეკონომიკური კეთილდღეობა.

უცხოური მავნე, უკონტროლო ჩარევისგან ავსტრალიის საუკეთესო დაცვა არის საზოგადოება, მისი აღჭურვა იმ გამჭვირვალე ინფორმაციით, რომელიც ყველა არსებულ რისკს მინიმუმამდე დაიყვანს.

ავსტრალიის მიდგომა უკონტროლო უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ითვალისწინებს ეროვნული ძალისხმევის აუცილებლობას, რათა გაიზარდოს შიდასახელმწიფოებრივი ხარჯები და შემცირდეს ფინანსური სარგებელი უცხოელი აქტორებისთვის, რომლებიც ერევიან ავსტრალიური საზოგადოების ამა თუ იმ სფეროში.

ავსტრალიის მთავრობამ გადადგა ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები უცხოური ჩარევის გამჭვირვალობის ასამაღლებლად, როგორიც არის:

მან შექმნა „საგარეო ჩარევის ეროვნული კოორდინატორის“ ინსტიტუტი (NCFIC), რომელიც თანხვედრაში მუშაობს „უცხოური ინტერვენციის საწინააღმდეგო საკოორდინაციო ცენტრთან“ (CFICC), რომელიც, თავის მხრივ, მუშაობს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებთან, რათა გააძლიეროს უცხოური ჩარევის შემარბილებელი მექანიზმები.

დაარსდა „უცხოური ჩარევის წინააღმდეგ სამუშაო ჯგუფი“ (CFI), რომელიც ავსტრალიის „უსაფრთხოებისა და დაზვერვის ორგანიზაციასთან“ (ASIO) და ავსტრალიის „ფედერალურ პოლიციასთან“ (AFP) ერთად ავლენს, სწავლობს და აკონტროლებს უცხოური ჩარევების აქტივობებს.

მიღებულია კანონი „უცხოური ჩარევისა და „შპიონაჟის“ კრიმინალიზაციასა და საგარეო გავლენასთან დაკავშირებული საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდის შესახებ“.

შექმნილია საუნივერსიტეტო სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩართულია ავსტრალიის უმაღლესი განათლების სექტორი დაცვაში უცხოური ჩარევის საფრთხეებისგან.

რაოდენ უწყინარი და ლმობიერი მომეჩვენა ჩვენი, ეროვნული „რუსული“ კანონპროექტი ავსტრალიაში „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ მონიტორინგის მიზნით შემუშავებულ, როგორც ჩანს, ასევე „რუსულ“ ზომებთან შედარებით. თუმცა ნუ შემოვიფარგლებით მხოლოდ ავსტრალიით, „კრემლიდან“ მიღებულ ამანათში კიდევ ბევრი საინტერესო ინფორმაცია გველოდება.

To be continued…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება