ერიკ ტრამპი: ქართველ ხალხს უყვარს ამერიკა და ამერიკას უყვარს ქართველი ხალხი. ევროპაში, ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით, საქართველო უფრო სწრაფად იზრდება – როცა პროექტებს ვახორციელებთ ხოლმე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთლიანად ეს კლიმატი იმიტომ, რომ ჩვენ საუკეთესო შენობებს ვაშენებთ ქვეყნებში, სადაც არის ძალიან დიდი სტუმართმოყვარეობა

~

ევროპაში ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო უფრო სწრაფად იზრდება, – განაცხადა Trump Organization-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა, რომელიც თბილისში „Trump Tower Tbilisi-ი“ს პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეომიმართვით ჩაერთო.

„ეს ყველაფერი დაიწყო მარალაგოში, ფლორიდაში, როცა ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოზე, როგორც წარმოუდგენლად კარგ ქვეყანაზე. ქართველ ხალხს უყვარს ამერიკა და ამერიკას უყვარს ქართველი ხალხი.

ჩვენ ვუყურებთ ეკონომიკას, ვუსმენდით ეკონომიკის მინისტრს და ასეთი, მზარდი, 10% მშპ ყოველწლიურად და ევროპაში ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო უფრო სწრაფად იზრდება.

ვუყურებთ ჩვენ საქართველოს კულტურულ ასპექტს, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას, იმიტომ, რომ ეს არის გზაჯვარედინი, ვუყურებთ ბუნებრივ სილამაზეს და თბილისი არის ქალაქი, სადაც ყველას უნდა ყოფნა. როცა პროექტებს ვახორციელებთ ხოლმე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთლიანად ეს კლიმატი იმიტომ, რომ ჩვენ საუკეთესო შენობებს ვაშენებთ ქვეყნებში, სადაც არის ძალიან დიდი სტუმართმოყვარეობა, ძალიან პრესტიჟულია ეს შენობები და ეს მართლაც არის უმნიშვნელოვანესი. ნამდვილად გვინდა, რომ გამორჩეული შენობები გვქონდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამას მხარს უჭერს ჩემი მამა. ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ გვქონდეს ასეთი პრესტიჟული შენობები”, – განაცხადა ერიკ ტრამპმა ღონისძიების მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება