იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ფორუმისდახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ღონისძიებაუნიკალური შესაძლებლობაა იუსტიციისსფეროს აქტუალური საკითხების განხილვის, გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და უკვეჩამოყალიბებული მჭიდრო თანამშრომლობისგაღრმავებისთვის.
„ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობაეფუძნება ნდობას, ეფექტიან კოორდინაციასადა საერთო მიზნებისადმი ერთგულებას, რაცერთობლივი ინიციატივების წარმატებითგანხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. წლევანდელმა ფორუმმა კიდევ უფროგანამტკიცა უწყებებს შორის პროფესიული დაინსტიტუციური კავშირები. ღონისძიებისფარგლებში წარმოდგენილი თემატურიშედეგები და გამოკვეთილი სამომავლოპრიორიტეტები უზრუნველყოფს მომავალში მათპრაქტიკული შედეგებით განმტკიცებას“, –განაცხადა პაატა სალიამ.
მინისტრმა ისაუბრა საქართველოსა დასომხეთის როლზე რეგიონში დემოკრატიული დასამართლებრივი ღირებულებებისა დასტანდარტების განმტკიცების პროცესში.
სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმიყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი დაერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ.წლევანდელი, რიგით მე-7 ფორუმის თემატურსესიებზე იუსტიციის სფეროში მიმდინარერეფორმებზე, ადამიანის უფლებათა დაცვისმექანიზმებზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა დამართლმსაჯულების სფეროში ხელოვნურიინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებაზეიმსჯელეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენიუსტიციის მინისტრის მოადგილეები – ლანამორგოშია, თამარ ზოდელავა და ლაშა მაღრაძე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ებისხელმძღვანელები, საქართველოს ელჩისომხეთში გიორგი შარვაშიძე, აგრეთვე, ორიქვეყნის გენერალური პროკურატურების,ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლებიდა ადამიანის უფლებებსა და ციფრულტრანსფორმაციაზე მომუშავე სპეციალისტები.
ფორუმის ფარგლებში პაატა სალიამშეხვედრები გამართა სომხეთისპრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ეროვნული კრების თავმჯდომარე რუბენრუბინიანსა და იუსტიციის მინისტრ სრბუჰიგალიანთან.