საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის მიერ დაფუძნებულ (სემეკ) ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკისსასწავლო ცენტრში, ახალ სასწავლო კურსზე – „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფორეგულირების პრინციპები“ რეგისტრაცია გამოცხადდა. სასწავლო კურსის ავტორები არიანრეგულირების საკითხებზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა და ცოდნის მქონეპროფესიონალები.სასწავლო კურსი განკუთვნილია:ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებისრეგულირებად საწარმოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, რომლებიც უშუალოდარიან ჩართულნი სატარიფო განაცხადების მომზადების, წარდგენისა და დასაბუთებისპროცესში, ასევე, მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულებაში;ეკონომისტებისთვის და ფინანსისტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულებიარიან ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიითა და დანახარჯების მარეგულირებელიაუდიტის მექანიზმებით;იურისტებისთვის, რომელთაც აინტერესებთ სატარიფო რეგულირებისსამართლებრივი ჩარჩო და სატარიფო დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის როგორცშინაარსობრივი ასევე, პროცედურული საკითხები;ასევე, სხვა დაინტერესებული პირთათვის, რომელთა პროფესიული ინტერესებიმოიცავს მარეგულირებელი აუდიტის, სატარიფო რეგულირების მექანიზმებისა დაპრაქტიკის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.სასწავლო კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციისგავლა შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით: https://bit.ly/3SzRjgx