fbpx

,,ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში ჟურნალისტებისთვის ტრენინგები იწყება

ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში ჟურნალისტებისთვის ტრენინგები იწყება 🔵სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი პროექტ „ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ახალ კურსს იწყებს. თემატიკა შეეხება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მიმდინარე სიახლეებს: – ელექტროენერგიის საცალო ბაზარი (მათ შორის, თელმიკო/თელასის ფუნქციები, ვალდებულებები, სემეკის რეგულირების მექანიზმები); – ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი (ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი, ენერგეტიკული ბირჟა, საბალანსო და დამხმარე ბაზრები, ბაზრების მონიტორინგი და ა.შ); – კონკურენცია ენერგეტიკის სექტორში;- წყალმომარაგების სექტორის არსებული გამოწვევები და უცხოური ინვესტიციები (გამოწვევები, მოსალოდნელი შედეგები); – სემეკის სტრუქტურა და ორგანიზაციული კულტურა. ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სხვადასხვა უწყებებიდან. კურსის ფარგლებში დაგეგმილია 6 შეხვედრის ორგანიზება. 🔰კურსი დაიწყება 12 მარტს და ჩატარდება კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს, 12:00 საათზე, ხანგრძლივობა იქნება 2-3 საათი. მონაწილეებს შეეძლებათ შეხვედრაზე როგორც ფიზიკური, ასევე დისტანციური დასწრება. კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი. მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემული ბმულის საშუალებით: 🔗რეგისტრაციის გავლა: https://zoom.us/…/tJMrfuqrpz0iGtJ6jn0dAfviyA9lS1Ir-lXC❗️რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 11 მარტი, 18:00 საათ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება