fbpx

ელიას მთაზე არსებულ პეტრე და პავლე
მოციქულთა სახელობის ტაძარში ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა სადღესასწაულო
წირვა აღავლინა

მართლმადიდებლური სამყარო დღეს პეტრე- პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს
პეტრე-პავლობის დღესაწაულთან დაკავშირებით, ელიას მთაზე არსებულ პეტრე და პავლე
მოციქულთა სახელობის ტაძარში ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა სადღესასწაულო
წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე ეფრემმა იქადაგა და მრევლი
დალოცა.
ღვთისმსახურებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.
„ბოლნისელებსა და სრულიად საქართველოს მინდა პეტრე-პავლობის დღესასწაული
მივულოცო. წმინდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი მოწამეობრივი ღვაწლით
გამორჩეულნი არიან. წმინდა პეტრე და პავლე მაგალითნი არიან რწმენის თავდადებისა
და სიყვარულისა. ყველა მოქალაქეს მთელი გულით ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე
მინდა ვუსურვო“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით
შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება