fbpx

დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება

დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, გასულ დილას განხორციელებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის შუაფხო-უკანაფშავის მონაკვეთზე  საავტომობილო გზაზე გადაადგილების პრობლემა მოგვარებულია 10 სოფელში: შუაფხო,  ბეტისჩრდილი, ბინდაურთა, გოგოლაურთა,
თხილიანა, მათურა, მუქო, უძილაურთა, ცაბაურთა, ჭიჩო. რაც შეეხება დარჩენილ 3 სოფელს, ახადს, ვაკისოფელს და ხოშარას, მათთან დასაკავშირებლად ამ წუთებში მათურხევზე შესაბამისი ტექნიკა მუშაობს.  მძიმე ტექნიკის დახმარებით აგრეთვე მოხდა სოფელ შუაფხოსთან ნაპირსამაგრის მოწყობა და სოფელ თხილიანას გზის გაწმენდა. რაც შეეხება დაზიანებულ ელექტროსადენებს, მათ აღდგენას კომპანია “ენერგო-პრო”-ს სამუშაო ჯგუფი ახორციელებს.  აღნიშნული პროცესის მონიტორინგში და მოსახლეობასთან კომუნიკაციაში შესაბამის უწყებებთან ერთად პირადად არის ჩართული დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, რომელიც ინტენსიურად ეცნობა ადგილობრივების საჭიროებებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას უწევს მათ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება