fbpx

ეკა სეფაშვილი: ჩვენ ვიხილეთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური სპექტრის ისტერიკა, რომელსაც, როგორც ჩანს, რაღაც ინფორმაციის დამალვა უნდა

სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაცია, ორივე კანონპროექტს ვენეციის კომისიაში ვგზავნით და დასკვნის მიღებამდე, განხილვებს არ ვაგრძელებთ, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა, მედიასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე დასმული კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, ოპონენტები გამიზნულად ამბობენ უარს დოკუმენტების შინაარსობრივად განხილვაზე, რადგან თავადაც იციან, რომ ისინი არა რუსულ, არამედ ამერიკულ კანონმდებლობას ეყრდნობა.

„ჩვენ ვიხილეთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური სპექტრის ისტერიკა, რომელსაც, როგორც ჩანს, რაღაც ინფორმაციის დამალვა უნდა. გუშინ ძალიან ცხარე დებატები მოვისმინეთ, რომლის დროსაც, ვითომდა, აპელირებდნენ იმაზე, რომ პრობლემა მხოლოდ ტერმინზე ჰქონდათ, როდესაც მე შევთავაზე, რომ კარგი, შევცვალოთ ეს ტერმინი და იყოს მაგალითად „უცხოური დაფინანსების სუბიექტი“, ესეც არ მოეწონათ და უაპელაციოდ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ეს „რუსული კანონია“, რაც, რა თქმა უნდა, დეზინფორმაციაა. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაცია, ორივე კანონპროექტს ვენეციის კომისიაში ვგზავნით და დასკვნის მიღებამდე, განხილვებს არ ვაგრძელებთ“, – აცხადებს ეკა სეფაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება