fbpx

ეკა სეფაშვილი: პრემიერის დუბაიში, მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრა საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ჩვენი ქვეყანა გლობალური ეკონომიკური ურთიერთობების ეპიცენტრში ექცევა

პრემიერი დუბაიში მსოფლიო ლიდერებს ხვდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის, რადგან საქართველო იწყებს პოზიციონირებას, როგორც დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის“, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი. 

მისივე თქმით, საქართველოს როლის გააქტიურება იძლევა იმის გარანტიას, რომ სამომავლოდ, მისი კეთილდღეობა არა მხოლოდ ჩვენს, არამედ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნების ინტერესებშიც შევა.

„საუბარია მულტიფუნქციურ-ტრანზიტულ ჰაბზე, რომელიც ეხება არა მხოლოდ საქართველოს, როგორც ენერგორესურსების სატრანზიტო და მწარმოებელი ქვეყნის ფუნქციის შემსულებელს, არამედ საუბარი იქნება სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვებზეც, ასევე საბანკო და ციფრული ტექნოლოგიების ჰაბზე. საქართველო ექცევა გლობალური ეკონომიკური ურთიერთობების ეპიცენტრში, რაც მას მიმზიდველს ხდის ყველა ქვეყნისთვის. ეს ქმნის საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება, რაც აუცილებელი პირობაა ნებისმიერი სახის ბიზნესის განვითარებისათვის. ეს იძლევა გარანტიას, რომ საქართველოს კეთილდღეობა შევა არა მხოლოდ ჩვენს, არამედ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნების ინტერესებშიც“, – აღნიშნავს ეკა სეფაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება