fbpx

გიორგი ჩალაძე – გაუშვით მიშა, მე გაძლევთ პირობას, ბიძინას გაყინულ ფულს, მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო

გაუშვით მიშა, მე გაძლევთ პირობას, ბიძინას გაყინულ ფულს, მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო. გაუშვით მიშა სააკაშვილი, ნუ შეწირავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს – ამის შესახებ ნაცმოძრაობის წევრმა გიორგი ჩალაძემ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.
ჩალაძე სვამს კითხვას, თუ ფულით ეს ყველაფერი კეთდება, ბიძინა ივანიშვილი რატომ ვერ აქვეყნებს სტატიებს?

„თუ ფულით ეს ყველაფერი კეთდება, ბიძინა ივანიშვილი რატომ ვერ აქვეყნებს სტატიებს? სად ჩვენ, სად მისი ფული და შესაძლებლობა. გამოვიდა ადვოკატი და იძახის, არ მიქვეყნებენ სტატიებსო.
გაუშვით ბიძია ეს კაცი, გაუშვით მიშა, მე გაძლევთ პირობას, მაგ ბიძინას გაყინულ ფულს მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო. გაუშვით მიშა სააკაშვილი, ნუ შეწირავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს“- აცხადებს ჩალაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება