fbpx

ეკა სეფაშვილი: ევროპის საბჭოში მოქმედი ორგანო „მანივალის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობა და ანგარიშგება გამჭვირვალე არ არის და ქვეყანამ რაღაც ზომები, რეგულაციები და კანონები უნდა მიიღოს

„ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს, ევროპის საბჭოს სტრუქტურის – „მანივალის“ (Moneyval) მხრიდან, აქვს კონკრეტული მითითება, რომ ქვეყანაში, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობისა და ანგარიშგების გამჭვირვალობისთვის, ზომებია მისაღები. 

„მოგეხსენებათ, ევროპის საბჭოში ფუნქციონირებს ისეთი ორგანო, როგორიც არის „მანივალი“, რომელიც დაახლოებით იგივეა ფინანსური ტრანზაქციების სფეროში, როგორც, მაგალითად, ვენეციის კომისია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მათი ანგარიში, რომელიც 2020 წელს გამოქვეყნდა, პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური საქმიანობა და ანგარიშგება არ არის გამჭვირვალე და საქართველომ რაღაც ზომები, რეგულაციები და კანონები უნდა მიიღოს, რათა გაიზარდოს მათი გამჭვირვალობა. ასეთი პირდაპირი მითითება გვაქვს ევროპის მხრიდან. ასე რომ, გაოცებული ვარ და საერთოდ არ მესმის, საიდან მოვიდა ეს ნარატივი, რომ ეს არ არის ევროპული პრინციპი და არ არის სვლა ევროინტეგრაციისკენ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება