fbpx

დასავლური გრანტებისა და დაფინანსების გარდა, უამრავი თანხა შემოდის სხვადასხვა მხრიდან და ამას ვერცერთი ქვეყანა ვერ გააკონტროლებს მსგავსი კანონის გარეშე

ათობით მილიონი დოლარი შეიძლება დაიხარჯოს გაუმჭვირვალედ NGO-ს შემთხვევაში, ხოლო პარტიის შემთხვევაში 1 ლარიც კი უნდა დადეკლარირდეს, ეს არის განსხვავება მიდგომებს შორის, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„დასავლური გრანტებისა და დაფინანსების გარდა, უამრავი თანხა შემოდის სხვადასხვა მხრიდან და ამას ვერცერთი ქვეყანა ვერ გააკონტროლებს მსგავსი კანონის გარეშე. არ ეცოდინება უბრალოდ, საიდან შემოდის [თანხები] – სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან. აღარ დავკონკრეტდები, ამასაც სპეკულაციები მოაყოლეს წინა კვირაში. რატომ არ ფიქრობენ ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ [თანხებზე]? არ არის ფონდები და ამის კონტროლი არ არის საჭირო? არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ?“, – აღნიშნა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ასევე არასამთავრობო სექტორის პოლიტიკურ საკითხებში ჩარევაზეც ისაუბრა.

„ნახეთ რა ხდება, მაგალითად, გამოდის NGO-ს წარმომდგენელი, ითხოვს მთავრობის გადადგომას – საერთოდ ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენს ევროპასა და ამერიკაში, რომ NGO-ს წარმომადგენელი ამას გააკეთებს. როგორც მინიმუმ, ხალხს მივცეთ მაინც იმის საშუალება, რომ იცოდეს, ვისი დაფინანსებულია. და ხვალ მისი დამფინანსებელი [იტყვის]: „მე შენ ფულს ამაში კი არ გაძლევ, რომ მთავრობის გადაყენება მოითხოვო, მიტინგზე დადგე და ორგანიზება გაუკეთო ტრანსპარანტების ფრიალს და სპეკულაციური მესიჯების დალაგებას. მე შენ ფულს გაძლევ იმაში, რომ დაეხმარო ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება