fbpx

„ევროპის ქართული ცენტრი“ წარმოგიდგენთ ესპანეთში მოღვაწე ქართველ მხატვარს ეკატერინე სიხარულიძეს რუბრიკით „ემიგრანტის ინტერვიუ როლანდ ხოჯანაშვილთან

„ევროპის ქართული ცენტრი“ წარმოგიდგენთ ესპანეთში მოღვაწე ქართველ მხატვარს ეკატერინე სიხარულიძეს რუბრიკით „ემიგრანტის ინტერვიუ როლანდ ხოჯანაშვილთან“.

  • სახელი, გვარი: ეკატერინე სიხარულიძე
  • დაბადების ადგილი: ქ.თბილისი.
  • მშობლები: გოგი სიხარულიძე , იათამზე ჯიბუტი.
  • განათლება: საშუალო.
  • ამჟამინდელი მისამართი (ქვეყანა, ქალაქი): ესპანეთი ქ. ბარსელონა.
  • დასაქმების პროფილი: თვითნასწავლი მხატვარი,პედაგოგი, მენეჯერი.
  • ემიგრაციული ცხოვრების დეტალ(ებ)ი: ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენს ქვეყანაში ხარ და მას ახმარ შენს ცოდნას. ძალიან ძნელია სხვა პროფესიით მუშაობდე უცხო ქვეყანაში, მაგრამ ძალას და ენერგიას არ ზოგავ, რომ საკუთარ პროფესიასაც ემსახურო. ემიგრაციაში ცხრა წელზე ცოტა მეტია, ვიმყოფები. ჩამოვედი ესპანეთში მატერიალური პრობლემების გასაუმჯობესებლად.

მადლობა ამ ქვეყანას და ხალხს, რომ მიმიღეს და ვარ ის დღეს რაც ვარ… საერთოდ გამონათქვამია ასეთი, სადაც ხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო. ჰო და დავიხურე, მაგრამ საკუთარს არასოდეს ვივიწყებ. უცხო ქვეყანაში თავდაპირველად შენთვის ყველაფერი უცხოა, თავიდან იწყებ ახალ ცხოვრებას ახალი წესებით. ეცნობი უცხო ენას. გიმართლებს, როცა სამსახური გაქვს, ეცნობი მიმღები ქვეყნის კულტურასა და ჩვევებს. გადის წლები და ეჩვევი და ემორჩილები მათ წესებს, მაგრამ საკუთარს ვერ ივიწყებ. აქ ყველაზე ძნელი მონატრებაა. გიწევს საკუთარ თავთან ჭიდილი.

გიდგება მძიმე წუთებიც, როცა უკვე თავს ვეღარ ერევი, ჯდები და ხატავ… ხატავ ლამაზი ფერებით, რასაც ამ ყველაფერს გადაგატანინებს და ცოტა ხნით მაინც გავიწყებს. საქართველოდან წასვლისას ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ესპანეთში ოჯახს შევქმნიდი, მაგრამ გამოჩნდა ისეთი პიროვნება რომელმაც რადიკალურად შეცვალე ჩემი ცხოვრება. ერთმანეთი გავიცანით ინტერნეტ-თამაშებით, შემდეგ შეხვედრებით უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს და სულ რაღაც სამ თვეში ცოლობა მთხოვა ულამაზეს დღეს Sant Gordi-ზე (წმ. გიორგი).

ამ დღეს კატალუნიაში მამაკაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიან, ქალები კი მამაკაცებს _ წიგნს. დილით დამირეკა, რომ მომაკითხავდა… ზღვის სანაპიროზე გავედით, უკვე მზე ჩადიოდა. ულამაზესი და იდუმალებით საღამო დგებოდა. მომართვა წითელი ვარდი, რომელსაც დღემდე ვინახავ, მე კი წიგნი გადავეცი. შემდეგ მომიახლოვდა და ყურში თითქმის ჩურჩულით მითხრა, თანახმა თუ ვიქნებოდი მის ცოლობაზე. რა თქმა უნდა, დავთანხმდი… ძალიან გამიმართლა და სულ მგონია, რომელიღაც ზღაპრის პერსონაჟი ვარ, რომელიც წარსულის მძიმე ცხოვრებით ცხოვრობდა და საყვარელმა პრინცმა აღმოაჩინა და გზა გაუნათა. ყველაფერს, რასაც მივაღწიე მისი დამსახურებაა… არ გამოპარვია ჩემი ხატვის ნიჭი და მისი ძალისხმევით და თანადგომით მოვედი აქამდე. უზომოდ უყვარს ქათული კერძები და ასევე მისი მზადებაც. ბევრჯერ მოგვიხვევია ხინკალი და ხაჭაპური ერთად. უყვარს მწვადი და ნიგოზში გადაზელილი ლობიო.

ამჟამად ვმუშაობ მის მაღაზიაში მენეჯერის სტატუსით. ბარსელონას „წმინდა ანთიმოზ ივერიელის“ სახელობის საკვირაო სკოლაში შექმნილია ხატვის წრე „ჩემი ხელოვნება“, ვარ ხატვის პედაგოგი, მყავს უდავოდ უნიჭიერესი მოსწავლეები, რომლებიც ხატავენ არაჩვეულებრივად. ჩემი სამი წლის პედაგოგობის მოღვაწეობაში ბარშელონაში მოვაწყვეთ ორი არაჩვეულებრივი გამოფენა სახელჭოდებით „მხიარული ბავშვობა“ და „ძალა ერთობაშია“. მოწვეული გვყავდა ბარსელონაში ცნობილი მხატვარი და ორგანიზატორი ჟიურად მაგნოლიტო პრიეგო, რომელმაც ბავშვებს გადასცა დამსახურებული დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები.

პანდემიის პერიოდში მონაწილეობა მივიღეთ ონლაინ გამოფენაში. რომელიც ჩაატარა საქართველოს საელჩომ. გამოფენის თემა იყო 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობა და ბავშვის თვალით დანახული KOVID19-ის რეალობა. 5 ივლისს ქ. ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში გაიმართა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ბავშვთა ნახატების გამოფენაში გამარჯვებულთა დაჯილდოება. კონსულმა ქეთევან გოგოლაშვილმა მადლობა გადაუხადა ბავშვებს და მათ მშობლებს კონკურსში მონაწილეობისათვის. მან ასეე გამოხატა მადლიერება დიასპორულ ორგანიზაციებთან არსებული სკოლების მასწავლებლების მიმართ, რომელთა დამსახურებაა ის, რომ ბავშვები არ წყდებიან მშობლიურ ფესვებს და ბევრი მათგანი ხატვითაც დაინტერესდა.

ოჯახი:

მეუღლე _ ხავიერ პრატ; შვილები _ გიორგი და ნინო ზირაქაშვილი. შვილიშვილები: ლიზი, გაბრიელი, გიორგი, ნუცა, ევა და ანსტასია.

დამსახურებები, სიგელები, წოდებები: გამოფენები, სიგელი, დიპლომი.

1. ბარსელონა _ OPENDAIYS. 2015 წელი, სერტიფიკატი.

2.ბარსელონა _ D’ Art Torre Muntadas. 2015 წელი, სერტიფიკატი.

3. ბარსელონა – Galeria Mezanina. 2015 წელი, სერტიფიკატი.

4.ბარსელონა- Expo concurs ´´ AIGUA´´. 2015 წელი, სერტიფიკატი.

5.ბარსელონა- Centro cultural Torrasa. 2015 წელი, სერტიფიკატი.

6. ბარსელონა- Bienal Guia De arte. 2016 წელი, სიგელი საუკეთესო ნამუშევრებისთვის.

7. ბარსელონა- Expo en Retaule. 2016 წელი, სერტიფიკატი.

8. ბარსელონა- ”Visions de la Dansa 1”. 2016 წელი, სერტიფიკატი.

9. ბარსელონა- Pozairon-Art. 2016 წელი, სერტიფიკატი.

10. ბარსელონა- Galeria Nauart. ”ESTRIS” Homonaje Internacional a Perico Pastor. 2016 წელი, სერტიფიკატი.

11. ბარსელონა- Sala Ambito Cultural. El Corte Ingles. 2016 წელი, პრემია.

12. ბარსელონა – Gazpacho Art. Galeria Nauart. 2016 წელი, პრემია.

13. ბარსელონა- XL Exposicion del Prat. 2016 წელი, სერტიფიკატი.

14. ბარსელონა- Galeria Relacion Art. 2016 წელი, სერტიფიკატი.

15. ბარსელონა- Galeria de Arte shiva Asghari. 2016 წელი, სერტიფიკატი.

16. ბარსელონა-” Visions de la Dansa 2” 2016 წელი, სერტიფიკატი.

17. ბარსელონა- ”Benviguts Barcelona” Galeria Montjuic 2017 წელი, სიგელი.

18. ბარსელონა- Sala RETAULE. 2017 წელი, სერტიფიკატი.

19.ბარსელონა- Galeria Montjuic. ” Por la Igualidad”. 2017 წელი, სიგელი.

20. ბარსელონა- Salon ”Prima Vera GOUART” Galeria Montjuic. 2017 წელი, სიგელი.

21. ბარსელონა- SANTA PERPETUA GRANJA ESPAI CULTURAL. 2017 წელი, სერტიფიკატი.

22. ბარსელონა- ”Una mirada al Desnudo” Ambit Cultural. El corte Ingles. 2017 წელი, სერტიფიკატი.

23.ბარსელონა- Expo XL I Del Prat 2017 წელი, სიგელი.

24. ბარსელონა- RAVAL. 2017 წელი, სიგელი.

25.მადრიდი – Galeria Arganzuela X Salon I Otoño/Gouart Madrid. 2017 წელი, სიგელი.

26. ალიკანტე- La Cultura y Tradicion Georgiana en Alicante. 2017 წელი, სიგელი.

27. ბარსელონა – Pozairon De Arte. 2018 წელი, სერტიფიკატი.

28. ნიუ-იორკი – NEWYORK ”La Naciona Migracion” ”OCEAN OF HERTS” 2018 წელი, დიპლომი რჩეული მხატვრის.

29. ბარსელონა- ”yo Amo Barcelona” 2018 წელი, სერტიფიკატი.

30. ბარსელონა- პირველი პერსონალური გამოფენა „ტილოზე ვტოვებ ჩემს ნაკვალევს“, (მიეძღვნა ოთარი დოლიძეს) 2018 წელი.

31. მადრიდი- Galeria PRADO ”De Mujer para ti”. 2018 წელი, დიპლომი რჩეული მხატვრის.

32.ბარსელონა- Expo XL II Del Prat. 2018 წელი, სიგელი.

33. იტალია-რომი. – ROMA Mostra a Domus Romana. 2018 წელი, დიპლომი.

34. მადრიდი, ტოლედო- Convento De Capuchinos Esquivias TOLEDO. MUSEO CERVANTES. ”Mujer Internacional” 2019 წელი, დიპლომი აღიარებული მხატვრის.

35. ბარსელონა- ”Cervantes me inspira” 2019 წელი, სიგელი.

36. მადრიდი- 15 de Aniversario de GoyArt. Expo Internacional. 2019 წელი, დიპლომი.

37. ბარსელონა- II Expo Galeria Nauart ”Cervantes me inspira”. 2019წელი, სიგელი.

38. იტალია-სიცილია. – PALAZZO GINDALIA D’ Arte internacionale. 2019 წელი, დიპლომი აღიარებული მხატვარი.

39. მადრიდი- Galeria PRADO ”Verano”. 2019 წელი, სიგელი.

40. ფლორიდა, მაიამი. – MIAMI Cultural Ats Center ”Heart and Soul”. 2019 წელი, რჩეული მხატვარი.

41. მადრიდი- Galeria PRADO Socios Temporales IV CICLO. 2019წელი, დიპლომი.

42. გერმანია-ბერლინი. – ART VS WALLS ”KUNST GEGENMAUERN” 30 Años de la caida del Muro. 2019 წელი, აღიარებული მხატვარი.

43. ბარსელონა – Galeria Montjuic ”Por la Fraternidad”. 2019 წელი, სიგელი.

44. მადრიდი- Galeria PRADO ” NAVIDAD” 2019 წელი, სიგელი.

45. ბარსელონა – Salon Estilist. ” Dones and Women I ”. 2020 წელი, სიგელი. 46. დიპლომი ქართულ ემიგრაციაში გაწეული ღვაწლისთვის და პოპულარიზაციაში, 2018 წელი.

47. „წარმატებული ემიგრანტი ქალის“ სტატუსი ქართულ დიასპორაში აქტიური საქმიანობისთვის, 2018 წელი.

48. ბარსელონა – Galeria Nauart ”Rosas de mi Jardin” 2016 წელი, სიგელი.

49. ბარსელონა – – Sala Ambito Cultural. El Corte Ingles. ”ANNA”. 2016 წელი, სიგელი.

ჩემი ნაშრომები დაბეჭდილია:

1. კატალუნიის მხატვართა წიგნში _ BIENAL GUIA DE ARTE. 2016 წელი.

2. მსოფლიო 7 კონტიენტის არტ-ჟურნალი / THE 7TH CONTINENT ART. 2019 წელი.

3. თანამედროვე ხელოვნების დიდი ოსტატები / THE GREAT MASTERS OF CONTEMPORARY ART. 2020 წელი.

რას იტყოდით საკუთარ თავსა და წარმატებაზე?!

_ ჩემთვის წარმატება არის ახალი რეალობა, სადაც ვლინდება ჩემი უნარი და ნიჭი, სადაც რეალობად იქცევა სანუკვარი ოცნებები და სურვილები.

წარმატებაში არასოდეს ვიყენებ სიტყვას არას! პირიქით, ყოველთვის ვარ შემართული, პოზიტიურ განწყობაზე და იმ დიდი რწმენით, რომ მე აუცილებლად გამომივა და მივაღწევ დასახულ მიზანს.

ვიყო წარმატებული ნიშნავს, მივაღწიო ჩემი პიროვნების იდეალს, სრულიად გამოვიყენო ჩემი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობანი. შევქმნა და დავტოვო ამ ცხოვრებაში რაიმე ღირებული და ფასეული, რაც ჩემს ქვეყანასაც ასახელებს.

გაუზიარე!

Shares