fbpx

არ მომხდარა ჯერ რომ ელჩზე თავდასხმა ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მხრიდან. იყო კონკრეტული კითხვები

არ მომხდარა ჯერ, რომ ელჩზე თავდასხმა ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მხრიდან. იყო კონკრეტული კითხვები, რომელთა ლეგიტიმურობაში ყველანი დავრწმუნდით, განსაკუთრებით მას მერე რაც მოსამართლემ და კიდევ სხვა მოსამართლეებმა გაამახვილეს ამ საკითხზე ყურადღება და მეტი ინფორმაცია მისცეს საზოგადოებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, არის კითხვები, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს.

„ძალიან თბილი შეხვედრა იყო ევროპარლამენტარებთან სწორედ ასე დაახასიათა ირაკლი კობახიძემ ეს შეხვედრა. თბილი და მეგობრული შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ ის საკითხები, ის საინტერესო გამოწვევები, რაც დღის წესრიგში დგას, უნდა იყოს მშვიდად და წყნარად მეგობრებს შორის განხილული. არის გარკვეული თემატიკა, შესაბამისი პუნქტები ამ რეკომენდაციებში, განსაკუთრებით დეოლიგარქიზაციას ვგულისხმობ, რომელიც შემდგომ უკვე იმ უსამართლო რეზოლუციასთან მიმართებით ქმნის რაღაც გაუგებარ განწყობებს, რაზეც იყო ძალიან გულახდილი საუბარი. რაც შეეხება შეერთებული შტატების საელჩოსა და მის ელჩს, რა თქმა უნდა უდიდესი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორია, თუმცა არ მომხდარა ჯერ რომ ელჩზე თავდასხმა ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მხრიდან. იყო კონკრეტული კითხვები, რომელთა ლეგიტიმურობაში ყველანი დავრწმუნდით, განსაკუთრებით მას მერე რაც მოსამართლემ და კიდევ სხვა მოსამართლეებმა გაამახვილეს ამ საკითხზე ყურადღება და მეტი ინფორმაცია მისცეს საზოგადოებას. ეს არის არა თავდასხმა, არამედ ის ურთიერთობა, რომელიც მეგობრებს შორის არსებობს, მაგრამ არის კითხვები, რომლებზეც პასუხები უნდა ითქვას. პასუხები სიზუსტეს მოკლებულია. ჯერ პასუხგაუცემელია კითხვები საუბარი შედგა თუ არა მოსამართლესთან, ანგარიში მოსთხოვეს თუ არა და საბოლოოდ როგორ დასრულდა ეს ყველაფერი, არის თუ არა ეს მოსამართლე სანქცირებული. მეტი სიცხადე მეგობრებს შორის ურთიერთობაში, რა თქმა უნდა საჭიროა. ჩვენ ვერც წარმოვიდგენდით, რომ საელჩოს მხრიდან მსგავსი რამ მომხდარიყო. ჩვენი მხრიდან იყო ერთგვარი დაცვა საელჩოსი და ელჩის, რადგან ასეთი არაკონსტიტუციური ფაქტი დაუშვებელია რომ მოხდეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება