fbpx

ედიშერ გვენეტაძე “გამჭვირვალობის კანონის” მიღებაზე: ქართულმა სახელმწიფომ, მიუხედავად “გლობალური ომის პარტიის” და მეხუთე კოლონის უდიდესი წინააღმდეგობისა, შეძლო დაემტკიცებინა ცივილიზებული კაცობრიობისათვის, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა!

ამ დღეებში ვწერდი – სამართლებრივ სახელმწიფოში ხალხის და სახელმწიფოს ნება აუცილებლად უნდა აღსრულდეს! აღსრულდა! მიღებული იქნა კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ”! – ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, საქართველომ, უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად, ყველას დაუმტკიცა, რომ შემდგარი სახელმწიფოა, რომლის ინსტიტუტები გამართულად მუშაობს. “ამ დღეებში ვწერდი – სამართლებრივ სახელმწიფოში ხალხის და სახელმწიფოს ნება აუცილებლად უნდა აღსრულდეს! აღსრულდა! მიღებული იქნა კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ”! დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა, ქართულმა სახელმწიფომ მიუხედავად გლობალური ომის პარტიის და შინა მეხუთე კოლონის უდიდესი წინააღმდეგობისა, შეძლო დაემტკიცებინა მთელი ცივილიზებული კაცობრიობისათვის, რომ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა და გამართულად მუშაობს მისი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები! ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქენო გილოცავთ ჩვენი სამშობლოს ამ უდიდეს წინსვლას!” – წერს ედიშერ გვენეტაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება