fbpx

ედიშერ გვენეტაძე: არისტოვიჩების და გონჩარენკოების მსგავსი სუბიექტები ითხოვენ მეცენატების დასანქცირებას! ამიტომაც, ჩვენ დავუწესოთ სანქციები და გამოვკეტოთ იმ საბნელეთში, რომელშიც ჩაგდებას თავიანთი უბადრუკი ჭკუით სხვებს უპირებენ!

არისტოვიჩების, პოდოლიაკების, დანილოვების, გონჩარენკოების მსგავსი სუბიექტები და ითხოვენ მეცენატების, კაცთმოყვარეების, ვაჟკაცების, პიროვნებების სიკეთის მკეთებლების დასანქცირებას! ბოლო ხანს კი ცალკეული ქვეყნების ოკუპაციაც კი მოინდომეს!- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.

მისი თქმით შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ბნელეთის მოციქულები შუასაუკუნეების ინკვიზატორებიდან გადმოხვეწილ-შემორჩენილი ელემენტებია!

„გუშინ ვუსმინე გონიერი კაცის, ბნ დავით მაღრაძის გამოსვლას, სადაც მან ისაუბრა თუ რა უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენა კაცობრიობა დღევანდელმა გადაგვარებულმა ლიბერესტიზმად ქცეულმა ლიბერალურმა-დემოკრატიამ!
სადაც ასპარეზი მიეცათ და გამოდიან: არისტოვიჩების, პოდოლიაკების, დანილოვების, გონჩარენკოების მსგავსი სუბიექტები და ითხოვენ მეცენატების, კაცთმოყვარეების, ვაჟკაცების, პიროვნებების სიკეთის მკეთებლების დასანქცირებას!
ბოლო ხანს კი ცალკეული ქვეყნების ოკუპაციაც კი მოინდომეს!
შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ბნელეთის მოციქულები შუასაუკუნეების ინკვიზატორებიდან გადმოხვეწილ-შემორჩენილი ელემენტებია!
ამიტომაც ამ მართლაცდა ბნელეთის წარმომადგენლებსა და უმადურებს (და არავითარ შემთხვევაში უკრაინელ ხალხს) ჩვენც და სხვებმაც დავუწესოთ სანქციები და გამოვკეტოთ იმ საბნელეთში, რომელშიც ჩაგდებას თავიანთი უბადრუკი ჭკუით სხვებს უპირებენ!“- წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება