fbpx

ბოლნისის თეატრში სპექტაკლის „ცეკვა ვაჟაური“ პრემიერა შედგა

ბოლნისის კულტურის სახლში დღეს ბოლნისის თეატრმა საპრემიერო წარმოდგენა
გამართა. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მოტივებზე შექმნილი სპექტაკლი „ცეკვა
ვაჟაური“ რეჟისორმა ლაშა ნოზაძემ დადაგა, ქორეოგრაფიაზე კი მურო გაგოშიძემ
იმუშავა.
პრემიერას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა
გობეჯიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
ვაჟას ნაწარმოებები სცენაზე ქორეოგრაფიის საშუალებით გაცოცხლდა.
დრამატურგიისა და ქორეოგრაფიის ნაზავმა მაყურებლების განსაკუთრებული
მოწონება და ოვაციები დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა.
„ცეკვა ვაჟაურის“ ხილვა კი ბოლნისელ მაყურებელს 28 ოქტომბერსაც შეეძლება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება