fbpx

„ეარ ფრანსმა“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

ფრანგულმა ავიაკომპანია „ეარ ფრანსმა“ (Air France) საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ პარიზიდან თბილისში 178 მგზავრი ჩამოფრინდა.

ავიაკომპანია რეისებს „ეარბას“ A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით შეასრულებს: პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) – თბილისის მიმართულებით ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი – პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares