fbpx

დღეს რუსთაველზე ანტისახელისუფლებო მოწოდებებში “დი-ჯეი”-ს ფუნქციაში, ვინმე მშვილდაძეს – თავად ზელენსკი ჩაანაცვლებს-დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი – ეს იქნება მწარე რეალობის წინაშე – ვარდისფერ სათვალეებთან საბოლოო დამშვიდობება, მაგრამ ჩვენს მიერ უკრაინელების მხარდაჭერას ყოველივე ეს მხოლოდ გააძლიერებს და გააათმაგებს! დღეს რუსთაველზე 22 საათზე, ანტისახელისუფლებო მოწოდებებში “დი-ჯეი”-ს ფუნქციაში, ვინმე მშვილდაძეს – თავად ზელენსკი ჩაანაცვლებს. მისი კონფერანსიე ვინმე სანაია იქნება “ფორმულიდან” – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი დღეს დაგეგმილ აქციას. ექსპერტის თქმით, ეს იქნება ამ ორკესტრირებული ქართულ-უკრაინული ეშმაკების სრული ლუსტრირებაც და “გედის” სიმღერაც. ეს იქნება სირცხვილის სრული აპოგეოზი. „არანაირი “ბიპოლარული აშლილობა” ამ ომთან მიმართებაში მე არ გამაჩნია – ვერ ეღირსებიან. მე მყარად ვუჭერ მხარს ბაბუაჩემის, გრიშა კორნიენკოს სამშობლოს, მონათესავე და მეგობარ უკრაინელ ხალხს. მე მათ მშვიდობაზე და მათ ცხოვრებაში ჯოჯოხეთის დასრულებაზე ვლოცულობ. მაგრამ, მომიტევეთ, და ვწყვეტ ჩემს ლოცვებს: უმადურ პრეზიდენტ ზელენსკიზე, რომელსაც დღემდე “მთავარ რეფორმატორად” – სააკაშვილი ჰყავს უზრდელ პრემიერ შმიგალზე – რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის მეგობრობას მისი შეურაცხყოფით უპასუხა უკრაინის ანტიკორუფციულ განვითარებაზე – რომელსაც გიზო უგლავა მართავს უკრაინის პროკურატურაზე – რომელსაც დავით საყვარელიძე და ზურა ადეიშვილი ხელმძღვანელობენ “ფარულად” უკრაინის საშემოსავლო სექტორზე – რომელსაც გიორგი ცხაკაია ჰყავს “რუხ კარდინალად” უკრაინის საბაჟო სტრუქტურებზე – სადაც გია გეწაძე აგვარებს “პალაჟენიას” უკრაინის უსაფრთხოებაზე – სადაც ხელის გულზე ატარებდნენ მეგის ქარდავას და დღემდე ატარებენ კოხტა კოდუას, უდესიანსა და “ქილერა” მუხაძეს უკრაინის გიგი კალანდაძის მსგავს სამხედრო მრჩევლებზე უკრაინის პოლიტიკურ ხერხემალზე – რომელსაც დავით არახამია წარმოადგენს და უკრაინის ხელისუფლების მრავალ და მრავალ სხვა სამარცხვინო წარმომადგენელზე, რომელთა ხელში უდანაშაულო უკრაინელი ხალხი ისეთივე მძევალი აღმოჩნდა, როგორც ამავე ხალხის ხელში მძევლად აღმოჩნდა საქართველო 2008 წელს. დღეს რუსთაველზე 22 საათზე, ანტისახელისუფლებო მოწოდებებში “დი-ჯეი”-ს ფუნქციაში, ვინმე მშვილდაძეს – თავად ზელენსკი ჩაანაცვლებს. მისი კონფერანსიე ვინმე სანაია იქნება “ფორმულიდან”. ორი დღეა მიდის სექტანტების მაქსიმალური რაოდენობის მობილიზაცია – უკრაინის ხელისუფლების მიერ, საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე საშინელი ტრაგედიის ფონზე, ამ სამარცხვინო აქციაში სამარცხვინო მონაწილეობით – დაგეგმილ პერფორმანსში. წინასწარ ვიცით აქციის პათოსიც და მოწოდებებიც – ეს იქნება ამ ორკესტრირებული ქართულ-უკრაინული ეშმაკების სრული ლუსტრირებაც და “გედის” სიმღერაც. ეს იქნება სირცხვილის სრული აპოგეოზი. ეს იქნება მწარე რეალობის წინაშე – ვარდისფერ სათვალეებთან საბოლოო დამშვიდობება. მაგრამ ჩვენს მიერ უკრაინელების მხარდაჭერას ყოველივე ეს მხოლოდ გააძლიერებს და გააათმაგებს!“ – წერს ქართველიშვილი facebook – ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება