fbpx

დღეს, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ლია ქაროსანიძემ საჯარო ლექცია ჩაატარა

დღეს, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, თსუ-ს არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტექნოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლია ქაროსანიძემ საჯარო ლექცია ჩაატარა,-რომელიც 1918-1921 წლების ,,ტერმინოლოგიური დიკტატურას” ეხებოდა. აღნიშნული ლექცია ნიკოლაძეების ტერმინთშემოქმედების უნიკალურ მიგნებებზე საუბარს მოიცავდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, მოადგილე გიორგი მეიშვილი, საკრებულოს და საზოგადოების წარმომადგენლები. დარბაზში ისხდნენ საჯარო სკოლების უფროსკლასელები. ,,დღეს ქართული ენის დღეა. ჩვენი ენა ერის უდიდესი მონაპოვარია , რომელსაც გაფრთხილება და მოვლა სჭირდება. ამ დღეს მნიშვნელოვან შეხვედრას უმასპინლა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმმა. აქ წარმოდგენილი ნაშრომები საინტერესო იყო ტერმინოლოგიასთან თანხვედრაში. მადლობა მომხსენებლებს საინტერესო თემებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ლია ქაროსანიძეს. მიხარია, რომ ლექციას ამდენი მოსწავლე-ახალგაზრდობა ესწრებოდა,” აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლურმა სკოლამ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება