fbpx

დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი იკეტება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

„ ეს უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ და დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა“, – აცხადებენ უწყებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება