fbpx

დომხალ-დამხობა „ევროპიულად“ და ე.წ. ოპოზიციის მორიგი გაფარჩაკება

24 ივნისს და მას შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ 23 ივნისს ე.წ. ოპოზიციონრები მთელი დღე გვემუქრებოდნენ, ხვალ ხელისუფლებას დავამხობთ და ხელისუფლების მომხრეებსაც სეირს გაჩვენებთო, 24 ივნისი მაინც ჩვეულებრივად გათენდა. როგორც ქართველმა სინოპტიკოსებმა რადიოთი გადმოსცეს, 28 გრადუსი სითბო დღისით იქნება, 17 კიდე ღამე და ალაგ-ალაგ შეიძლება ცვალებადი მოღრუბლულობაც შეინიშნებოდესო.
იმ ღამეს ტელევიზორში ცნობილი ხროვის წარმომადგენლები გამოლაგდნენ (მშვილდაძეები, ლაგაზიძეები, ჭუტლექსები, ბუტლექსები, ბუღაძეები) მწუხარე სახეებით და გვაუწყეს, რომ 24-ში საღამოს 8 საათზე აუცილებლად უნდა გავსულიყავით რუსთაველზე, რათა ჩვენი ხალხოსნური სიმრავლით დაგვესრულებინა ეს ანტიევროპიული ხელისუფლება. დიახ, ეს გვითხრეს კეზერაშვილის ტელეუბორნიიდან მახინჯმა არსებებმა, რომლებიც რუსეთიდან ფინანსდებიან და ევროპიულ მიდგომებს აწვებიან. რუსული აგენტურა მუშაობს, უნიჭოდ, მაგრამ მაინც მუშაობს.
რევოლუციაო… ეს ხელისუფლება უნდა ავაყირაოთო… ბიძინა ივანიშვილი ევროპის კართან დგას და შიგ არ გვიშვებსო… „ჰულბაზ“ სანიკიძემ ივანიშვილს მიმართა, საქართველო დატოვეო… წარმოგიდგენიათ? ეს ღინღლი უდიდეს ქველმოქმედს ეუბნება, შენი ქვეყანა დატოვეო.
უარესს გეტყვით, გია ხუხაშვილს უთქვამს, ამ რთულ პერიოდში მზად ვარ, ბატონ ბიძინას დახმარების ხელი გავუწოდოო. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ამ უდღეურ მრჩეველს მას შემდეგ აქვს ხელი გაწვდილი, რაც ივანიშვილმა სოლოლაკის დაღმართზე დააგორა, მაგრამ ის ხელს აღარ ართმევს.
რევოლუციების მეტი რა მინახავს?!

  1. საფრანგეთში რო დაიწყეს, ზუსტად 10 წელიწადი გააგრძელეს. პოლარიზაციაც ფეხებზე დაიკიდეს, კოჰაბიტაციაც და დეოლიგარქიზაციაც, ვინც არ მოეწონათ, თავი გილიოტინაზე დაადებინეს და ძაან ფაქიზად წააგდებინეს!
  2. 1917-ში რუსეთი რომ არიეს, ეგეც მაგარი იყო – ნიკოლოზ მეორის ოჯახიდან დაწყებული, იმდენი ხალხი ჟლიტეს, თვლაც კი უაზრობა იყო. ვინმე მოსწონდათ, არ მოსწონდათ, სუ ფეხებზე ეკიდათ, მთავარი იყო, ცარისტული ავტოკრატია დაემარცხებინათ და დაამარცხეს კიდევაც!
  3. თუმცა მანამდე იყო ინდოეთი – ეგენი კიდე ბრიტანელებს აუხტნენ – კუდებით ქვები ასროლინეს. რომ არა მამა მაჰათმა განდი, არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ ყისმათი აქაც რევოლუციონერების მხარეზე იყო!
  4. 1773 წლის 16 დეკემბერს ბოსტონის ნავსადგურში 60-მა კოლონისტმა ინგლისური გემებიდან 342 ყუთი ჩაი ზღვაში რომ გადაყარა, ხომ გახსოვთ? არ დაგიმალავთ, ეს ჩათლახობა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის მოპოვების წინაპირობა გამოდგა, დაიწყეს და გავიდნენ კიდევაც დამკაში!
    რომელი ერთი ჩამოვთვალო?
    1963 წლის 28 აგვისტოს ვაშინგტონის სამოქალაქო უფლებების მარში არ დაგავიწყდეთ. აღარაფერს ვამბობ პუჭურა რევოლუციებზე, ფერადებად რომ მონათლეს და შემდეგ – მაიდანიო, არაბული გაზაფხულიო, ვარდებისაო.
    ჰოდა… იმის თქმა მინდოდა, ამდენის მომსწრესა და მნახველს აეგეთი სირთაოზა რევოლუციონერები, ფოტოზე რო ჰხედამთ, არსად შემხვედრიან.
    ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ისეთი ყურებჩამოყრილები და უგერგილოები არიან, წიხლის ჩაზელა მოგინდება!
    რა დიღმელაშვილი, რომელი გაგარინი, რა მაქარაშვილი, რომელი ჭუტა, სადაური ბუღაძე, რის აკუ, რის კაკუ, რომელი ტაკო, რა ბოკერია, რა ჩერგო, რა მათე, ხალხო, ამათ ჩვენ ქვეყანას ბუზი როგორ უნდა აუფრინონ?
    ჰა, ამიხსენით, ამ ავადმყოფებმა ჩვენი ქვეყანა რანაირად უნდა ააყირაონ… მაშ, ჩვენ აღარცა ვყოფილვართ და აღარც არაფერი გვიკეთებია?!
    არ გადამრიოთ!
    ლაგაზიძის დაგეგმილი აჯანყება არ გაიშვა სოფელ ყიზილაჯლოს გადასახვევამდე!
    და მაინც… 24 ივნისს დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, ნაცები, შმაცები და გნაცები მოლოტოვის კოქტეილებს~ ამზადებენ, რევოლუციის მოწყობას აპირებენო. ჭიჭე ვაშაძე გამობუნძულდა, ჩათვალეთ, ეს მთავრობა უკვე გადამდგარია, ჩვენ, ოპოზიციამ უკვე უნდა დავიწყოთ კოალიციური ხელისუფლების ფორმირებაო. ცხადია, ჭიჭე პრემიერის თანამდებობაზე ნაკლებს არ დათანხმდება, მაგაზე ოცნებობს. ალბათ გახსოვთ, საპარლამენტო არჩევნებისას ამტკიცებდა, პრემიერ-მინისტრი უნდა ვიყოო, თაკო ჩარკვიანმა წარმოგვიდგინა. საქმე ისე იყო, სად ერეკლე როა და სად კიდე პაპაჩემის ყურებიანი ქუდი, მაგრამ საზოგადოების ბეჩავ ნაწილს აბოლებდა, ახლაც აბოლებს, ესენი მიდიან და მე მოვდივარო, მე და თაკოვო. 24 ივნისი იმითაც გახლდათ გამორჩეული, რომ ოპოზიციური ჯოგის კიდევ ერთი აქტივისტი ლუსტრირდა - ვინმე გიგა მაქარაშვილმა თბილისში 50 ათას დოლარად ბინა იყიდა და მამაზე, არტემ მაქარაშვილზე გააფორმა. ისე, ეს სახელები და გვარებიც რომ რაღაცნაირები აქვთ? დავიჯერო, არტიომა მაქარაშვილი ქართველია? ჰმ... ქართველი არა, ჩემი ფეხები. ერთი შოთა დიღმელაშვილია ქართველი (გაგარინი გახლავთ) და მეორე კიდევ მაია ბაღდასაროვა (ორჯონიკიძე). ეხლა არ დამიწყოთ, ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვსო. ისედაც აქვს, როგორც დაგიბარებიათ. ადამიანები, რომლებიც თავიანთ წარმომავლობას მალავენ და გვექართველებიან, გაცილებით საშიშნი არიან, ვიდრე ხმლითა და მახვილით შემოვარდნილი გადამთიელები - საბუთი შეიძლება გადააკეთო, რაც გინდა, ის ჩაწერო, მაგრამ გენს ვერაფერს უზამ, გენეტიკას ვერ გადააკეთებ. მე იმას არ ვამბობ, სომეხი, ქურთი, ან აზერბაიჯანელი გენეტიკურად ცუდია-მეთქი, არა, მე ვლაპარაკობ იმ ბილწებზე, წარმომავლობას რომ მალავენ და აქეთ ჭკუას გვასწავლიან, აქეთ გვეევროპელებიან და პირდაპირ ეთერში ტირიან, ევროსაბჭომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მოგვანიჭაო. არ დაიჯერებთ... თუმცა, რატომაც არ დაიჯერებთ? ალბათ საკუთარი თვალით ნახეთ, როგორ აცრემლდნენჭუტავიზიის~ ეთერში გირჩი ზურაბას ძმა და ეკა გიგაური. უყურა ინგა გრიგოლიამ და ჩაილაპარაკა: აი, ამიტომაც არ დავთმობთო. რა აქვს გრიგოლიას დასათმობი, ან კიდევ რას არ დათმობს? ან კი ვის რაში სჭირდება მისი დანათმობი? თამაშობენ, სპექტაკლებს დგამენ – ტირიან, ღნავიან, მოსთქვამენ, ევროკავშირში რეიზა არ გვიღებენო? გეგონება, თუ მიგვიღეს, ქუჩაში „ბიჩოკს“ აღარ გადააგდებენ და განსხვავებული აზრის მქონეს თავზე ნაგავს არ დააყრიან.
    დაინახეს რა ე.წ. ოპოზიციონრებმა ცოტაოდენი ხალხი რუსთაველზე, ეგრევე დაიწყეს ბრექვა და გადატყლარჭული განცხადებების კეთება – ისაო, 3 ივლისს რომ მომდევნო მრავალათასიან აქციას გავმართავთ, ბარემ იქვე „ტექნიკური მთავრობაც“ დავამტკიცოთ, დრო აღარ ითმენს, ევროკავშირმა დავალებების შესასრულებლად მხოლოდ 6 თვე მოგვცა, „ქართული ოცნება“ მაგას ვერ გააკეთებს, ეს ყველაფერი ჩვენი აღსასრულებელიაო. პროევროპელმა~ ნინო ბურჯანაძემ მტკიცედ თქვა, პოლიტიკური პარტიები უნდა შევიკრიბოთ და ჩვენი დღის წესრიგი მივაშველოთ ამ პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობსო! აკაკი (აყუ) მინაშვილმა დაადგინა, ეროვნული თანხმობის მთავრობაში უნდა იყვნენ ადამიანები, ვისაც პარტიული ინტერესი არ აქვთ, ვინც ყველასთვის იქნება მისაღებიო. ისე, ამდენი წლების შემდეგ ისევ აყუ მინაშვილი რომ აპირებს მთავრობის დაკომპლექტებას, უნდა დავსხდეთ და ვიცინოთ, სხვა აღარაფერი დაგვრჩენია. სხვათა შორის, ისიც მაგარი სასაცილოა, 24 ივლისის აქციაზე კიევიდან ვოლოდიმირ ზელენსკი რომ ჩართეს და იმანაც დაგვაბოლა: „დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე, როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია თქვენი - თუ ვინმეს უნდა, ეს დაივიწყოს, წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით, დაგეხმარებით ტერიტორიების დაბრუნებაში“. გაიგონეთ? არა, კარგად გაიგონეთ? ტერიტორიების დაბრუნებაში დაგეხმარებით, ნუ გეშინიათო. შე უბედურო, საკუთარ ხალხს დაეხმარე, უკრაინა რომ წაშალე საერთოდ მსოფლიო რუკიდან, ვინ ხარ, საიდან მოხვედი, საით მიდიხარ? ჯერ ერთი, სხვა ქვეყნის პრეზიდენტი რომ იმ აქციის მონაწილეებს მიმართავს, სადაც მთავრობისა და პრემიერის გადადგომას ითხოვენ, ეს რას ნიშნავს, სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას, ხომ? მეორეც - ვინ ჩემი ფეხებია ზელენსკი, აქეთ, დაუკრეფავში რომ გადმოდის?! ნახეთ, როგორ იქცევა ნაქართველარი იდიოტი, ვინმე დავით არახამია და რანაირ სირობებს ლაპარაკობს: „ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ - უკრაინა და ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს“. გეუბნებით, ეს ტიპიც მაგარი იდიოტია! ჩემი გუნდიო, უკრაინაო, ქართველები ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენო, რუსეთს ვერ ეომებიანო, თავისუფლება დაკარგესო... თუმცა ყველაფერს გავაკეთებ, საქართველო რომ დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდესო. ჰა, ჰა, ჰა... დიდ ევროპულ ოჯახში ამან უნდა შეგვიყვანოს, ვინმე არახამიამ, თანაც რუსული ლაპარაკით, ქართულად „გამარჯობასაც“ რომ ვერ ამბობს, გამოათრევენ ხოლმე კეზერას უბორნიაში და „გამარდჟობაო“! მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დიდი რუსი მამულიშვილის, შოთა გაგარინის (დიღმელაშვილად გადაკეთებულის) თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით მორიგი აქცია 3 ივლისს დაიგეგმა. მანამდე რეგიონებში უნდა ვიაროთ, უფრო მეტი ხალხი უნდა მოვაგროვოთო. იარეს! ოღონდ არა ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებმა, არამედ „ნაციონალებმა“. ხატია დეკანოიძე ჩავიდა ქუთაისში, ბავშვებს „ბუკლეტები“ და კანფეტები დაურიგა - გამოაგდეს! ნიკანორ მელია ჩავიდა სადღაც (რა მნიშვნელობა აქვს, სად?), იყბედა, იბოდიალა - გამოაგდეს! ე.წ. კახელი ბოტკოველი ჩავიდა სამეგრელოში, იყბედა, იბოდიალა - გამოაგდეს! მაქარაშვილი ჩავიდა (დიდ მოღვაწესავით) ზესტაფონში - ჰკრეს წიხლი და გამოაგდეს! ამათ ცოტაოდენი ხალხი რომ დაინახეს რუსთაველზე, თავში აუვარდათ, იფიქრეს, ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადიო. არადა, ფაქტია, ესენი მოსახლეობას ეზიზღება, ამ უჯიშოების დანახვა არავის უნდა. კიდევ ერთი სახარხარო მომენტი: ლევან ხაბეიშვილის „დადგენილების“ თანახმად, მომავალ ტექნიკურ, ანუ გარდამავალ მთავრობაში ცნობილი პოლიტიკოსები არ უნდა იყვნენ, ქვეყანა დროებით უნდა მართლონ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და „გამჭვირვალე ორგანიზაციის“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა. ესე იგი, ჩვენი სამშობლო უნდა მართოს ორმა ცნობილმა ბატმა. თუმცა აქვე პრინციპული პრეტენზია გამოთქვა „ევროპიული“ ორიენტაციის პოლიტიკოსმა ნინო ბურჯანაძემ: „ლევან, მე არ მომეწონა შენი თეზისი, რატომ ლომჯარია და გიგაური? ბევრი საინტერესო ახალგაზრდაა, ვისაც შეუძლია საქართველოს მართვა, თუნდაც ანზორ ბიწაძე“. ჰოოო... თუ ანზორიკოზეა ლაპარაკი, მაშინ - ჰოოოო! ანზორიკოს აქვს ქვეყნის მართვის გამოცდილება - მაშინ, როცა სააკაშვილი გადადგა, ფორმალურად საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა და დედამისი პირველ პირად დარჩა, იმავე სააკაშვილს ანზორიკო ხელჩაკიდებული დაჰყავდა. აი, სწორედ მაშინ შეისწავლა ამ ბიჭმა სახელმწიფოს მართვის საფუძვლები. მართალია, მიშას მაშინ ანზორიკო „მძევლად“ ჰყავდა აყვანილი, ემანდ ნინომ არჩევნები გაყალბებულად არ გამომიცხადოსო, მაგრამ ბავშვი იმდენად თვითცნობიერი იყო, სახელმწიფოს მართვის საკითხებში ძალიან ღრმად ჩაიხედა. ამას კი ვყვები ირონიულად, მაგრამ „მძევლობის“ ამბავი სრული სიმართლეა, თვით „წიოწია“ ნინოსგან ვიცი. სამოქალაქო საზოგადოებამ (გაგარინ-დიღმელაშვილის პირით) ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა-მეთქი, უკვე გითხარით. ამავე დროს ულტიმატუმიც წაუყენეს, 1-კვირიანი ვადაც მისცეს. ირაკლი ღარიბაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების, ანუ გიგა არტიომის ძე მაქარაშვილის ულტიმატუმი არ შეასრულა. ისე, სულ მიკვირს, უცხოტომელები გვარებს რომ გადმოიქართულებენ, მამებსა და პაპებს (ბაბუებს) სახელებს რატომ არ უცვლიან? შე კაი კაცო, შე დიდო მამულიშვილო, გვარად კი ხარ მაქარაშვილი, მაგრამ მამა რომ დაგრჩა არტიომად, ვერ ხვდები? ჰოდა, ჩვენ სად გვყავს არტიომას ბიჭის გადასაყანებელი პრემიერ-მინისტრი?! ტელეუბორნიებში ისეთი ე.წ. პოლიტიკოსებიც გამოჰყავთ, არავინ რომ არაფერს ეკითხება, არაფერი რომ არ იციან და სიფათებიც წაშლილი აქვთ - მაგალითად, ასეთი გახლავთ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ამტკიცებს, ევროკავშირმა ქართველ ხალხს კარი (უნდა ეთქვა, გულიო) კი გაუღო, მაგრამ ივანიშვილმა დახურა თავისი მმართველობითო. მაშ, კაცო, საქართველოში ხაზარაძე-ჯაფარიძის მმართველობა რომ ყოფილიყო, ეხლა ევროკავშირში ვიქნებოდით. 28-29 ივნისიდან ე.წ. ოპოზიციონრებმა ინტენსიურად დაიწყეს რეგიონებში ბოდიალი. მაქარაშვილი ბათუმში ჩაეთრა და კინაღამ გაიგდეს შუა ქუჩაში. ფიქრია ჩიხრაძე გორის ბაზარს ეწვია ევროპიული იდეებით, მაგრამ როგორც კახეთში იტყვიან ხოლმე, ძალზედ მწარედ შეაწოვინეს, ისეთები უთხრეს, ნირწამხდარი გამობრუნდა დედაქალაქში. ამათ საქციელს დაკვირვებაც არ უნდა, აშკარად ჩანს, რომ ზუსტად „ქართული ოცნების“ მეთოდი აქვთ გადმოღებული - ალბათ გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წელს რეგიონებში, როგორ ხვდებოდნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები მოსახლეობას და როგორ იმართებოდა მრავალათასიანი მიტინგები. მეთოდი კი გადმოიღეს, მაგრამ მაშინდელ შეხვედრებსა და ამჟამინდელს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, მაშინ რეგიონებში ბიძინა ივანიშვილსა და მის მხარდამჭერებს ტაშით ხვდებოდნენ, ახლა მაქარაშვილსა, ბუკა (ალექსი) პეტრიაშვილს, ლელა წურწუმიას და მათთანებს ფურთხით ხვდებიან, აგინებენ და ლამის ფიზიკურად უსწორდებიან, საზოგადოების მხრიდან აშკარად იგრძნობა ზიზღი და აუტანლობა. რაღა დროს ფიქრია ჩიხრაძე და რაღა დროს ვინმე ალექსი პეტრიაშვილი, ან კიდე რაღა დროს ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე არიანო? - იკითხავთ თქვენ და რასაკვირველია, მართლებიც იქნებით, რაღა დროს ესენი არიან? დიახ, ამათმა დრომ ჩაიარა კაი ხნის წინათ, მაგრამ გეგონება უკვდავი კაშჩეები არიან, 30 წლის შემდეგ ისევ მოუნდათ ხელისუფლების დამხობა და ქვეყნის არევა. მოუნდათ, მაგრამ ჩემი და თქვენი ფეხები, არ გამოუვათ, იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ ახლა სრულიად სხვა დროა, სხვა დროოოო!!! მოვლენათა მიმდინარეობას, 3 ივლისის აქციამდე ე.წ. ოპოზიციონრებმა რაღაცნაირი პროგრამა შეიმუშავეს - თავიანთი მსტოვრები იმ რეგიონების მიხედვით გადაანაწილეს, სადაც ყველაზე მეტად ვერ იტანენ. მაგალითად, გიგი უგულავას და ლევან თარხნიშვილს ვერ იტანენ ფოთში და სწორედ იქმიავლინეს~. კი გამოაბუნძულეს ბაზრიდან, მაგრამ ხომ `მიავლინეს~?
    მოკლედ, დაადო თავი გივიევიჩმა და ალ. პეტრიაშვილთან ერთად წავიდა თელავის სამხარეო მუზეუმისკენ. რასაკვირველია, დახვდნენ იქა ერეკლე მეორის „პადელნიკები“ და გადაუკეტეს ალაყაფი.
    ისაო, რას ამბობთო… მე ერეკლეზე აუგი არასდროს დამცდენია, ეგ ჩემი სათაყვანებელი მეფეაო. განა იყოვო? არა, ეხლაც ჩემი მეფეაო. ეგ კი არა, თამარიც ჩემი სათაყვანებელიაო.
    შე აბუეტო, თუ ერეკლე შენი სათაყვანებელი მეფეა, მა აჯამ ლევანაი რათ დეეთანხმეო? – მიუგეს კახელებმა.
    უი, უი, უი… ეხლა კი ცილსა მწამებთო, განა ეგრე არაკაცურად მიცნობთო? – გაიღიმა ცალყბად გივიევიჩმა და თავი ჩაღუნა.
    არაკაცურად რო გიცნობთ, იმიტო დაგხვდით აქა, შე უნამუსოვ, ერეკლეს ქალაქში ფეხი რანაირად დაადგიო?! – არ მოეშვნენ კახელები.
    გამოყარეს, ლამის პანჩურები ურტყეს, კეთილები აგინეს. ესენიც წამობანცალდნენ თბილისისკენ „ნასიამოვნებნი“ – მაგათ ძალიან მოსწონთ, როცა შინაურების პროჭებს უხსენებენ, მაგაზე კაიფობენ.
    პრინციპში, არც მთლად ისეა საქმე, რომ კაიფობდნენ და ამდენი ფურთხი სიამოვნებდეთ… ალბათ ყველანი ვხვდებით, რომ ამ უბედურებს მეტი გზა არ აქვთ, ბრძანება გაცემულია და უნდა შეასრულონ. ვინ გასცა ბრძანება? ვინ და მათმა „უმფროსმა“ თემურ ალასანიამ. გაიხსენეთ, როგორი დირექტივები მისცა მან გუბაზ სანიკიძეს შარშან – არავითარი მოლაპარაკება, არავითარი მშვიდობა, მსოფლიო თანამეგობრობას უნდა ვაცნობოთ, რომ ძალაუფლებას საქართველოში იღებს დროებითი, ანუ ტექნიკური მთავრობაო. რა ევროპა, რის აზია, რომელი ანტარქტიდა? ესენი ასრულებენ საქართველოდან გაპარული ალასანიას დავალებებს. ჩაიდო ფული, ამათ აიღეს, ჯიბეში ჩაიდეს და ახლა უნდა შეასრულონ, მეტი რა გზა აქვთ? ვუყურებ მათ ჯახირს ბაზრებში და აშკარად ვგრძნობ, როგორ იტანჯებიან შინაგანად – აკეთებენ (აკეთებინებენ) იმას, რაც ძალიან უჭირთ, მაგრამ ფულიც როგორი უარსაყოფელია? ესენი ხომ ფულის გამო საკუთარ დედას, მამას და ნათესავებს დახოცავენ?!

2 ივლისს და მას შემდეგ

2 ივლისს, დილით ლევან ვასაძემ განაცხადა, თურმე წუხელ მამულიშვილები დაუკავებიათ, როგორც მითხრეს, პოლიციამ მათზე იძალადაო. დიახ, წინა დღეს მართლაც დააკავეს 26 „ალტ-ინფოელი“ იმის გამო, რომ არ მომხდარიყო შეტაკება. ლევან ვასაძემ მიმართა ბიძინა ივანიშვილს: რა გინდა, რატომ აკეთებ ასე ყოველ წელსო? თუ შენ მართლა გინდა, რომ საქართველოში აღიკვეთოს ეს უბედურება, რა გიშლის ხელს, შენს მართულ „ქართულ ოცნებას“ დაავალო, მიიღოს კანონი, რომელიც აკრძალავს გარყვნილების პროპაგანდასო. ვითომ ბატონმა ვასაძემ არ იცის, რა ამბები მოჰყვება ასეთი კანონის მიღებას, მით უფრო ახლა, ამ პერიოდში, როცა საშინაო დავალებების შესასრულებლად 6 თვე მოგვცეს!
და საერთოდ… „ალტ-ინფოელთა“ შეტევა ხელისუფლების წინააღმდეგ როგორ გავიგოთ? დავუშვათ, მთაწმინდის პარკიდან განარიდეს ადამიანები იმის გამო, რომ არ დაიღვრილიყო სისხლი, განა ეს იძლევა იმის საბაბს, „ნაცმოძრაობას“ დაემსგავსო, „ქართული ოცნების“ ოფისს მიადგე და უკადრებელი იკადრო? არა-მეთქი, არა!
ამათ, ამ კონსერვატიულელებმა ფაქტობრივად თავზე გადაიფსეს, აგინეს ბიძინა ივანიშვილს და აგინეს ირაკლი ღარიბაშვილს. დიახ, ეს უკვე თავზე გადაფსმაა! სიმართლე გითხრათ, ასეთი „თავდაფსმა“ პირადად ჩემთვის მოულოდნელი იყო. ისინი, კონსერვატორელები და მათი მომხრეები გაცოფდნენ, როცა ლგბტ-ები პარპაშობენ, ჩვენები რატომ დაიჭირესო? იმიტომ დაგიჭირეს, რომ სწორედ ახლა პროვოკაციაზე არ უნდა წამოვეგოთ, ახლა ნამდვილად არ არის სამაგისო დრო. არა, სამაგისო დრო არასოდეს არ არის, მაგრამ ამჟამად ჩვენ ბეწვის ხიდზე გავდივართ, შემოსეული გვყავს შინაური და გარეული მტერი, ფაქტობრივად ალყაში ვართ!
ამ თემაზე მეტს აღარ გავაგრძელებ, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ვინც ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს გინებას დაუწყებს, ჩვენ რომც გავუტაროთ, ჩვენი ბუნება, წარსული, აწმყო და მომავალი ვერ გაუტარებს!

3 ივლისს და მას შემდეგ

ეს დღეც ჩვეულებრივად გათენდა, მზემ ჩვეულებრივად ამოანათა, რამოდენიმეჯერ ქარიც ამოვარდა, გეგონება ბუნებამ ამოიქაქანაო. ერთი ეგ არი… სანამ გათენდებოდა, სიზმარში ნიკა გვარამია ვნახე (გეფიცებით, არ ვღადაობ), ციხის ბოსტანში საქმიანობდა, ძალზედ კმაყოფილი იყო – რეჰანი, ქინძი, ოხრახუში და ქონდარი მოვიყვანეო. მაჩვენა, შენიშვნა მივეცი, ცოტა ახლო-ახლო დაგითესია, მომავალ წელს გან-განზე დათესე, უფრო გალაღდება-მეთქი. კარგი, გავითვალისწინებო. პოლიტიკაზეც ჩამომიგდო სიტყვა, მაგ სფეროში მაინც და მაინც აღარ ვერევი, „ნაცებმაც“ ჩამხსნეს, მაგრამ არ მწყინს, პირიქით, დავისვენეო. წამოსვლისას გვარამია ქინძსა და რეჰანს მატანდა, უარი ვუთხარი, პატიმრებს იქით უნდა ვეხმარებოდე, ვერაფერს მოვაკლებ-მეთქი. ვიცოდი, ეგეთი კეთილი გული რომ გქონდაო. ძაან გულთბილი შეხვედრა კი გამოგვივიდა, მაგრამ ის ვერ გავიგე, მის სანახავად რატომ მივედი და რა მინდოდა. ეხლა არ მკითხოთ, საბანი კარგად გეფარაო? დიახ, კარგად მეფარა!
მოკლედ, 3 ივლისს „ნაციონალებმა“, „შმაციონალებმა“ და მათთან გათანაბრებულმა თაღლითებმა დილიდანვე გაახურეს თავიანთი უნიჭო პროპაგანდა, დღეს შევიკრიბებით, ამაღამ აღარ დავიშლებით, ტექნიკურ მთავრობას ჩამოვაყალიბებთ და ამ ხელისუფლებას შევცვლითო. დიახ, ეს მთავრობა უნდა დავამხოთ, ოღონდ მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმებითო. სხვათა შორის, მეც ძალიან დამაინტერესა, როგორ უნდა დაემხოთ მთავრობა მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმებით და დაველოდე, სხვა რა გზა მქონდა? თან იმანაც დამაინტერესა, როგორ უნდა დაემხოთ ხელისუფლება ვინმე დიღმელაშვილს (შოთა გაგარინს), მღნავარა ლელა წურწუმიას და გიგა არტიომის ძე მაქარაშვილს (მაქარიანს). ამათნაირები სხვებიც არიან, მაგრამ ჩამოთვლა მეზარება, რა აზრი აქვს? ჰო, აი, ინტერესმა ლამის მომკლა, ნეტავ ამ უბედურებს ხელისუფლება როგორ უნდა დაემხოთ? ამათ რომ ეგ მოეხერხებინათ, ჩვენ თავები რაღად გვინდოდა ცოცხალი?!
თუმცა… სანამ აქცია დაიწყებოდა, უკვე გამოლაგდნენ ტელევოზორში ე.წ. არასამთავრობოები – ბაბუცა პატარაია, ლაშა ტუღუში და სხვები. ეს ტიპი, ეს ტუღუში ეგრევე იქ გაჩნდება ხოლმე, სადაც საჭმო და სარგებლიანობა ჩნდება, ეგრევე მიიღებს ხოლმე „ჭკვიანურ“ გამომეტყველებას და იწყებს მონოტონურ ქადაგებას. ესე იგი, მოთხოვნები ასეთია: მათი სურვილის თანახმად, უნდა გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, უფრო მეტად დაიწიოს საარჩევნო ბარიერმა (რათა, ვადამდელ არჩევნებს რომ ჩაატარებენ, თავისუფლად შელაგდნენ პარლამენტში), დაგვითმეთ საპარლამენტო კომისიები და ადგილები მთავრობაშიცო. გაიგონეთ? გადადექით, წადით, ჩვენ ხალხი არ გვირჩევს, მაგრამ ძალაუფლება მაინც უნდა გადმოგვაბაროთო. ამას ამობობენ პატარაიები და ტუღუშები! მშვილდაძეები და დიღმელაშვილები! სხვები და სხვები! არტიომიჩები და ბუღაძეები!
როგორც იქნა, დაიწყო… როგორც იქნა, შეიკრიბნენ და არა იმდენნი, რამდენნიც 24 ივნისს იყვნენ. აქციის მონაწილეთა რაოდენობა თითქმის განახევრდა. არადა, უნდა გაორმაგებულიყო, აბა, ტყუილად იწოწიალეს რეგიონებში? აბა, ტყუილად აიტანეს ამდენი ფურთხი და ლანძღვა-გინება? არ გამოუვიდათ ჩანაფიქრი – კვლავაც არ აქვთ მუხტი, მხარდაჭერა და შესაძლებლობა. გამოაცხადეს, დღეს პოლიტიკოსების გამოსვლები არ იქნება, დღეს მხოლოდ არასამთავრობოების წარმომადგენლებიო. გასაგებია, სცადეს რევოლუცია ე.წ. პოლიტიკოსებმა – ჩაფლავდნენ, სცადეს რევოლუცია ე.წ. ჟურნალისტებმა – ჩაფლავდნენ და ახლა უნდა სცადონ არასამთავრობოებმა. აქციის მიმდინარეობისას რამოდენიმეჯერ ითქვა, ამაღამ აქ დავრჩებითო, მხოლოდ ამაღამო, რა ჰქონდათ ჩანაფიქრი, თავისან ვერ გავიგეთ.
მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე კინკილა მომხრემ, განსაკუთრებული მოთხოვნაც გააჟღერა, გამოუშვით ყოფილი პრეზიდენტი ციხიდან და ნიკა გვარამიაც გამოუშვით, მერე ვილაპარაკოთ ტექნიკურ მთავრობაზეო. ეს მოთხოვნა წამოაყენეს იმ მოხუცებმა, წლების წინათ სააკაშვილის ხელისუფლებამ კბილები რომ დააძრო და ამას „ღიმილიანი საქართველო“ უწოდა. შეიძლება ისინი არ იყვნენ, მაგრამ ძალიან ჰგავდნენ, ყოველ შემთხვევაში, კბილები აკლდათ. სხვათა შორის, ამ მოთხოვნას ყურადღება არავინ მიაქცია, გაატარეს.
ლაშა ბუღაძემ კვლავ დაიწყო თავგანწირული გამოსვლა: ულტიმატუმი ხელისუფლებამ ყურად არ იღო, არ გადადგა, მათ დაგვიპირისპირეს აგრესია, რეგიონებში გაუგებარი სიძულვილი. აქედან ვთავაზობთ მშვიდობას, ისინი კი გვთავაზობენ სიძულვილსო. ჩვენ აქ შევიკრიბებით მანამ, სანამ არ მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.
ბუღაძემ თქვა, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნება“ გამოსწორდება, ჩვენ მას არ ვენდობითო. ტიპი იქით ამადლის „ოცნებას“ რომ ის ხელისუფლებაშია. იყო გამოსვლები, პათეტიკური შემოძახილები, ყალბი პატრიოტიზმი და ასე შემდეგ. მსახიობმა ლაურა რეხვიაშვილმა ილაპარაკა ნახევარი საათი, ოღონდ ძალიან მოკლედ, ასე ადამიანს ევროპელობა უნდოდეს, პირველად ვნახე – ქალმა იტირა.
ერთი გამოვიდა რაღაცნაირი ხმით, რა თქმა უნდა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ როცა საქმე სამშობლოს გადარჩენას ეხება, ის დამნაშავე უნდა გავათავისუფლოთო. ეს არის ევროპული ღირებულებაო. მიკვირს, საიდან მოჰყავთ ამდენი „გენიოსი”? ესე იგი, სააკაშვილი დამნაშავეა, მაგრამ ეხლა უნდა გავათავისუფლოთო, საქმე სამშობლოს და ევროპულ ღირებულებებს ეხებაო. აი, ლოღიკა!
ყველაზე მაგარი გივიევიჩმა წამოაწვინა (გივიევიჩი ლაშა ბუღაძეა), ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტურ მონობაშიაო, აბსოლუტურშიო. ძაან მონობაში, მეტი აღარ შეიძლებაო. თურმე ოლიგარქია შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან, ჩვენ არ ვართ ფეოდალიზმშიო. ისიც გამოიყვანეს, ხელოვნების მუზეუმში მთელი თავისი შთამომავლობით რომ იყო დასაქმებული – იულონ გაგოშიძე, მოვედით ახალგაზრდები, წინ ნურავინ დაგვიდგებით, ქვეყნის ღალატს არავის გაპატიებთო, ჩვენი მომავალი ევროპააო, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობსო. ბუღაძემ თავიდან თქვა, გამაფრთხილეს, არ მეყვირა, უხერხულია, არაეთიკურიაო. ჰოდა, გადავწყვიტე, აღარ ვიყვიროო. უნდა ეთქვა, აღარ უნდა ვიღნავლოო. თუმცა მოგვიანებით დაავიწყდა, რომ აღარ უნდა ეღნავლა და მაინც იღნავლა, თუ ჩვენ ერთად არ ვიქნებით, არც ერთი მოთხოვნა არ შესრულდებაო. ბუღაძემ, ჩვენი მოთხოვნები არის ევროკავშირის 12 მცნების შესრულებაო, განა მხოლოდ 12 პუნქტისაო? მცნებისაო! აი, ეს რომ ვინმეს ეტყვის, მონა ხარო, პანჩური არ უნდა ამოარტყა პირდაპირ კუდუსუნში?!
მთავრობას ვადას 12 საათამდე ვაძლევთ, უნდა გადადგესო. 24 ივნისს 3 ივლისის საღამოს 8 საათამდე მისცეს, არ გადადგა და 4 საათი დაუმატეს.
გამოვიდა დიღმელაშვილი და აქციის მონაწილეებს შესთავაზა, ახლა ერთ სიტყვას ვისკანდირებ და მინდა, ეს სიტყვა ერთად ვისკანდიროთო: სა-ქა-რთ-ვე-ლო! სა-ქა-რთ-ვე-ლო! სა-ქა-რთ-ვე-ლო! გაიჭაჭა, ეს ჩემისა, არავინ აჰყვა, ვერ ისკანდირა მოსახლეობის ნაწილთან. აქ ჩვენი გეგმაც აინტერესებს აქციის მონაწილეებსო და… მოდით, ეტაპობრივად გაგიმხელთ, სრულად რომ გაგიმხილოთ, ამ გეგმის არსებობას საფრთხე შეექმნებაო. ამიტომ ნახევარ საათში გეტყვით გეგმის ერთ ეტაპსო. ცირკია, ხალხის გაჩერება უნდათ დილამდე, ეშლებათ და იტყუებენ. დიღმელაშვილი (გაგარინი) იხვეწება, დილამდე დავრჩეთ და ყველაფერს გეტყვითო, თავიანთი მომხრე მასას ღლიან, ვერაფერს აკეთებენ, არაფერი გამოსდით.
11 საათზე გადაწყვიტეს, რომ 4-5 ათასი ადამიანი უნდა მისულიყო „ქართული ოცნების“ ოფისთან. აქვე ხაზგასმით თქვეს, რომ იქ მისვლა უნდა უნდა იყოს არაძალადობრივიო.
მოკლედ, ბოლოს მაინც გაამხილეს იდუმალებით მოცული გეგმის მთავარი მუხლი – დილით უნდა შემოვერტყათ მთავრობის სასახლეს და მჯდომარედ დავხვდეთ ირაკლი ღარიბაშვილსო. თან დილითო. კი, მაგრამ რაში დასჭირდათ რუსთაველზე გათენება, მაგისთვის დილით ვერ მივიდოდნენ მთავრობის სახლთან? ალბათ გახსოვთ, იგივენაირი ჯამბაზობა ნიკანორ მელიამაც ჩაიფიქრა, მაგრამ დილით მთავრობის სახლთან კაციშვილი არ იდგა.
მოკლედ, აქცია გაწელეს, გაწელეს და თავიანთი მომხრეებისგან გულისწყრომა დაიმსახურეს. ერთ-ერთმა თავგადაკლულმა ფანმა, ნინუკა ბორჩხაძემ ასეთი რამ დაწერა: „2 კვირაა, ყელი გამოვიღადრე, ვაცალოთ-თქო. გაცალეთ. ან გეგმა მოჯვით,
ან გააჯვით. სორი, მაგრამ ვერ ვუყურებ მშვიდად 2019 წლის გამეორებას“!
სირცხვილი და თავის მოჭრა!
ჩაფლავებული აქციების მეტი რა მინახავს, 2012 წლიდან მოყოლებული მაგას ვუყურებ, მაგრამ ეგეთი, დღეს რომ ვნახე, ჩვენი საყვარელი სამშობლოს ისტორიას არ ახსოვს!
ვინმე გიორგი მშვენიერაძემ, ე.წ. არასამთავრობომ, რატომღაც თავისი ჰაბიტუსით თაგვს რომ მაგონებს, „ქართული ოცნების“ ოფისთან ხალხი მიიყვანა და შენობას ეჩხუბა.
ეს ის ადგილია, სადაც კობახიძე განცხადებებს წერს, ასწორებს, ჭერში აწყობს, მერე გამოაქვს და კითხულობსო. ბოროტულ განცხადებებსო!
გაუმარჯოს ევროკავშირსო!
სხვებიც ეჩხუბნენ ცარიელ შენობას, კვირას იქ დაცვის გარდა ვინ იქნებოდა?
იმათაც ჩაილაპარაკეს, გაუმარჯოს ევროკავშირსო და რავი, საით წავიდნენ, აღარ უჩვენებიათ.
გითხარით, დიღმელაშვილისა და მაქარაშვილის აქცია არ გაიშვა ყიზილაჯლოს გადასახვევამდე-მეთქი!
დაცარიელებულ რუსთაველზე გამოვიდა და… ვინც სახლში წავიდა, დაურეკეთ და უთხარით, ხვალ დილით კანცელარიასთან მოვიდნენ, ღარიბაშვილს მთავრობის სხდომა არ უნდა ჩავატარებინოთო. ჩვენ იქ ვიქნებით დაბანაკებულიო.
როგორც ჩანს, ამ ჩემის თვრამეტიანებს, მთავრობის სახლის მიწისქვეშა შესასვლელ-გასასვლელების ნახაზები არ აქვთ. ლაშა ბუღაძემ, აქციის მთავარმა წამყვანმა განაცხადა, სულ სხვანაირი აღქმები გვქონდა და სულ სხვანაირად კიდევ გამოვიდაო. ბატონმა გივიევიჩმა ისე ფილისოფიურად ჩაახუჭუჭა შექმნილი მდგომარეობა, ეს უნდა ნახოთ, ეს მხოლოდ საკუთარი თვალით უნდა წაიკითხოთ:
„მე მგონი, ახლა ეს სურათია – მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვა აღქმა გვქონდა, ტაქტიკური თვალსაზრისით და სხვა გამოვიდა, ემპირიული და თეორიული არის სხვადასხვა რამ ხოლმე. საბოლოო ჯამში, ჩვენი სულისკვეთება არის უცვლელი – ოლიგარქის გარეშე საქართველო, რომელიც უნდა შევიდეს ევროკავშირში. დღესაც განწყობების კონტრასტულობა ჩანდა. ზოგი უფრო ტემპერამენტულია, ზოგი უფრო ფრთხილი, ზოგი უფრო რაციონალური, ზოგი უფრო მომენტის… მე საერთოდ ორიენტირებული ვარ, რომ ყველა პროცესი დაექვემდებაროს ანალიზს, მაგრამ მე არ ვგრძნობ თავს ფრუსტრაციაში. უბრალოდ, ეს რთული პროცესია. ტაქტიკურად რაღაც შეიძლება დღეს არ გამოვიდეს, ხვალ გამოვიდეს, ზაფხულის პერიოდია, მაგრამ გვაქვს დრო მობილიზების.
უნდა გამოგიტყდეთ, ეს არის ანალიზის პიკი, მიგნება, გაგება და შედევრი. აქედან ყველაზე სასიხარულო კი ის გახლავთ, რომ ბატონი გივიევიჩი არ არის ფლუსტრაციაში, ანუ რაც ვერ გამოვა დღეს, გამოვა ხვალ, რადგან გაზაფხულია.

4 ივლისი

გათენდა. მთავრობის სახლთან ოციოდე უბედურს მოეყარა თავი. დაჭმუჭნულ ტანისამოსსა და დასიებულ თვალებზე ეტყობოდათ, რომ ღამე არ ეძინათ. პრემიერ-მინისტრი თავისუფლად შევიდა სამსახურში. „იმედის“ კორესპონდენტმა გამოაცხადა, ვერ შეამჩნიესო. ვერ შეამჩნევდნენ, აბა, რა იქნებოდა, ალბათ მთელი ღამე უქიშინებდნენ, ანუ ეწეოდნენ. პრემიერი ეზოში შევიდა ერთი ჩვეულებრივი მანქანით, არავითარი ესკორტი, არავითარი დაცვა. როდესაც ის ეზოში შედიოდა, მთავრობის კანცელარიასთან ხუთიოდე იდიოტიღა იყო დარჩენილი.
ასე გასრულდა რევოლუციის მორიგი მცდელობა. ამ ჯერზე ე.წ. არასამთავრობოები ჩაფლავდნენ, ვინ იქნება შემდეგი? ალბათ არავინ, დარჩა კი ვინმე? ჩემი აზრით, ყველამ სცადა.
ჩემეული დასკვნა: სულ ვფიქრობდი, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებდა. ახლა ეს ფიქრი უფრო გამიმყარდა და გამიჩნდა აზრი, რომ „ქართული ოცნება“ 2030 წელსაც ხელისუფლებაში იქნება. სულ კარგად ბრძანდებოდეთ, გისურვებთ მშვიდობას და აღმავლობას. თუ იქნება მშვიდობა, იქნება აღმავლობაც, ორი აზრი არ არსებობს!

“საერთო გაზეთი”

გელა ზედელაშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება