fbpx

დიღმის მასივში 3 300 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი კეთდება

დიღმის მასივის პირველის კვარტლის მეთერთმეტე კორპუსის მიმდებარედ 3 300 კვ.მ ფართობზე ახალი სივრცე ეწყობა.

ტერიტორიაზე განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა ინვენტარი, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები და დამონტაჟდება განათების სისტემა. დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე, მოეწყობა რულონური ბალახი და ჩატარდება ორგანული მულჩირების სამუშაოები. მოსახლეობის თხოვნით, პატარებისთვის მოეწყობა საბავშვო სივრცე.

აღნიშნული პროექტისთვის 268 330 ლარია გამოყოფილი.

სკვერის მოწყობის პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, თარაშ შურღაიასთან ერთად გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება