fbpx

დიმიტრი ხუნდაძე Credit Suisse-ზე:  საქართველოზე ზეწოლის ერთ-ერთი ნაწილია ბატონი ბიძინა ივანიშვილის იძულება, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ჩაერთოს და იძულების ერთ-ერთ ბერკეტად გამოყენებულია მისი ფინანსური რესურსები საბანკო ურთიერთობაში

იმედს ვიტოვებ, რომ მსგავსი საფინანსო-საბანკო საკითხები პოლიტიკური ასპექტებისგან გათავისუფლდება, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე. 

ის Credit Suisse-ის საკითხს საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლის ერთ-ერთ ბერკეტს უწოდებს. 

„ახლოვდება გადაწყვეტილება და ეს თემა კიდევ ერთხელ გააქტიურდა. იმედს ვიტოვებ, რომ მსგავსი საფინანსო-საბანკო საკითხები პოლიტიკური ასპექტებისგან გათავისუფლდება. არსებობენ გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც საქართველოზე ზეწოლას ცდილობენ. ამის ერთ-ერთი ნაწილია ბატონი ბიძინა ივანიშვილის იძულება, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ჩაერთოს. იძულების ერთ-ერთ ბერკეტად გამოყენებულია მისი ფინანსური რესურსები საბანკო ურთიერთობაში. როდესაც ასეთი თემა პოლიტიკური განსჯის საგანი ხდება, თავად საბანკო სექტორი ზიანდება“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება