fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: საქართველო უკრაინას დაეხმარება იმით, რაც მას შეუძლია და დაეხმარება იქამდე, ვიდრე ამის საჭიროება იარსებებს, მაგრამ, საკუთარი რისკებიდან გამომდინარე, ამ ომში მხარედ ვერ დაფიქსირდება

საქართველო უკრაინას დაეხმარება იმით, რაც მას შეუძლია და დაეხმარება იქამდე, ვიდრე ამის საჭიროება იარსებებს. რაც შეეხება იარაღს, საქართველომ კონკრეტული, ნათელი და გასაგები განცხადება გააკეთა – საკუთარი რისკებიდან გამომდინარე, ამ ომში მხარედ ვერ დაფიქსირდება, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე. 

მისივე თქმით, ამ დრომდე, საქართველო უკრაინას ყველა თვალსაზრისით ეხმარება. 

„საქართველომ, უკრაინასთან მიმართებით, სრულიად ნათელი განცხადებები გააკეთა და ქართული მხარის ქმედებებიც ადეკვატური იყო. ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით, საგარეო ველზე პოლიტიკურ ჭრილში რეზოლუციების სახით, საქართველო უკრაინას ეხმარება. ჩვენს ქვეყანას უკან არცერთ შემთხვევაში არ დაუხევია, მაგრამ იარაღის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქართველომ გააკეთა კონკრეტული, ნათელი და გასაგები განცხადება – საკუთარი რისკებიდან გამომდინარე, ამ ომში მხარედ ვერ დაფიქსირდება, რადგან, ამ კუთხით, ქვეყნის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგება. საქართველო უკრაინას დაეხმარება იმით, რაც მას შეუძლია და დაეხმარება იქამდე, ვიდრე ამის  საჭიროება იარსებებს“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება