fbpx

დელეგაციები კონსულტაციებისთვის კიევსა და მოსკოვში დაბრუნდებიან და შემდეგ მოლაპარაკების მეორე რაუნდი უნდა ჩატარდეს-მიხეილ პოდოლიაკი

დელეგაციები კონსულტაციებისთვის კიევსა და მოსკოვში დაბრუნდებიან და შემდეგ მოლაპარაკების მეორე რაუნდი უნდა ჩატარდეს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა უკრაინა-რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

„რუსეთის და უკრაინის დელეგაციამ გამართეს მოლაპარაკების პირველი რაუნდი. განვიხილეთ უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესაძლებლობის საკითხები. მხარეებმა განსაზღვრეს ის პრიორიტეტული თემები, რაზედაც შესაძლებელია გარკვეული შეთანხმების მიღწევა. იმისთვის, რომ ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებში ამ შეთანხმებების  იმპლემენტაცია მოხდეს, მხარეები კონსულტაციებისთვის თავისი ქვეყნების დედაქალაქებში გაემგზავრებიან და უახლოეს მომავალში მხარეებს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდის ჩატარების შესაძლებლობა განვიხილეთ, სადაც ეს საკითხები კონკრეტულ განვითარებას მიიღებენ“ – განაცხადა პოდოლიაკმა.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ მხარეებმა მოძებნეს გარკვეული წერილები, სადაც საერთო პოზიციის მოძებნაა შესაძლებელი. მისივე ინფორმაციით, მომდევნო შეხვედრა ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე შედგება.

რუსეთ-უკრაინის დელეგაციების შეხვედრა უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე ჩატარდა. მოლაპარაკება 6 საათს მიმდინარეობდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება