დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან უკრაინელების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზანა

პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა. 🇬🇪🇺🇦 ჰუმანიტარულ აქციაში აქტიურად ჩაერთო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიც. ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორის, საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენელთა ძალისხმევით უკრაინის დასახმარებლად პირველადი მოხმარების ნივთებისა და საკვები პროდუქტების შეძენა და მობილიზება განხორციელდა. 🇬🇪🇺🇦 ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება