fbpx

დავიღალეთ ჩვენც, ჩვენც გვინდა სიცოცხლე-ლევან რატიანი

ლევან რატიანი

ჩ ვენი კლინიკა პირველივე წუთიდან, როგორც კი გამოცხადდა პანდემია, ერთ-ერთი მიმღები ცენტრი ვიყავით ქვეყნის მასშტაბით, როგორც მძიმე პაციენტების, ასევე, ახალშობილთა რეანიმაციის და ორსულების. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ორსულები, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტრიმესტრში იქნებიან, რა დატვირთული ანამნეზი იქნება, მათთან განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს კოვიდინფექცია.

ეს, სავარაუდოდ, დამახასიათებელია დელტა შტამისთვის. თუ მანამდე კორეგირებდა ვირუსი ქრონიკულ დაავადებებთან და რისკ ჯგუფებთან, დღეს ეს წაიშალა და ჩემდა სამწუხაროდ, ახალგაზრდები ძალიან ბევრი ხვდებიან კლინიკურ აპარატზე და მართლაც ძალიან სამწუხაროა.

ამიტომ ვართ მოვალე ერიც, ბერიც, მტერიც და მოყვარეც, ამ ბოლო პერიოდში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ერთმანეთის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა გვყავს მართვით სუნთქვაზე, ჩვენც გვაქვს ბიოლოგიური ამოწურვადი რესურსი, დავიღალეთ ჩვენც, უნარი შეიძლება დავკარგოთ. რაც შეიძლება ფხიზლად იყოს მოსახლეობა. ჩვენ ომში ვართ, ექიმები პირველ პლანზე ვართ და სიკვდილ-სიცოცხლეს შორის ვუყურებთ ერთმანეთს. ჩვენც გვინდა სიცოცხლე“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება