fbpx

დავით შველიძე-ძაფს ნემსში ვერ უყრით და სხვისი შეკერილი პირბადე არ მოგწონთ, სმენა არა გაქვთ და სხვისი სიმღერა არ მოგწონთ….

დავით შველიძე – ოქროს წესია და ეს ლუკას სახარებაში წერია: როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ. იმ პოლიტიკურ სიმღერებთან შედარებით, რასაც ქართველი პოლიტიკოსები, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ,,უმღერიან” სამშობლოს, ეს სიმღერა, რომელიც დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის დაცინვის საგანი გახდა, კარუზოს შესრულებაა, ხოლო იმ პოლიტიკურ კლიპებთან შედარებით, რასაც პოლიტიკოსები ყოველდღე ცხვირში ტენით საკუთარ მოსახლეობას, სერიოზული შედევრი. მოდი, ყველაფერზე ყველას ნუ გავკიცხავთ: ყველა ვერც გალაკტიონი იქნება, ვერც გია ყანჩელი, ვერც ზაურ ბოლქვაძე ან გოგი დოლიძე, მაგრამ ვიღაც ისევ დაწერს ლექსს, ვიღაც დაადებს მუსიკას, ვიღაც მეტნაკლები წარმატებით იმღერებს.

დავწყნარდეთ და მარტო კრიტიკით ნუ ვიცხოვრებთ. ეს ადამიანები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და მათი განქიქება, ჩვენი საქმე არაა. ძაფს ნემსში ვერ უყრით და სხვისი შეკერილი პირბადე არ მოგწონთ, დამოუკიდებლად შვილისთვის სიცხის გაზომვას ვერ ახერხებთ და ქართველი ექიმების შედევრები არ მოგწონთ, სმენა არა გაქვთ და სხვისი სიმღერა არ მოგწონთ, ლარი არასდროს არავისთვის მიგიციათ და სხვისი ქველმოქმედება არ მოგწონთ, აგურის აგურზე დადების აზრზე არა ხართ და სხვისგან აშენებული არ მოგწონთ, ერთი ხე არ დაგირგავთ და სხვისგან გაშენებული ტყეები, პარკები და ბაღები არ მოგწონთ.

ერთადერთი ტექსტი, რომელიც თქვენს განწყობას რეალურად გამოხატავს ესაა: ,,თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინე”. მართალი იყო დიდებული ოტია: ”ჩვენ, რაცხა სხვანაირი მათხოვრები ვართ”.

დავით შველიძე

გაუზიარე!

Shares