„ევროპული საქართველოს“ წევრ თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ სტატუსს, სადაც ჩერგოლეიშვილი „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმების შესახებ წერს, „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ხანდახან მინდა ისეთი სუსტი ჭკუის ვიყო, რომ „ალტ-ინფოს“ რეგისტრაციის გაუქმებამ გამახაროს“, – ბრძანებს თამარ ჩერგოლეიშვილი. ყალბი თავმდაბლობა ამპარტავნების უკიდურესი მწვერვალია. რატომ „ხანდახან”? ეს სათნოება ყოველდღიურ რეჟიმშიც მშვენივრად გახასიათებთ“, – წერს დავით ქართველიშვილი.