fbpx

დავით ქართველიშვილი: „მშვიდობისა და სტაბილურობის” პარტიამ – “ომისა და პროვოკაციების” პარტია პირწმინდად დაამარცხა

დავით ქართველიშვილი: „მშვიდობისა და სტაბილურობის” პარტიამ – “ომისა და პროვოკაციების” პარტია პირწმინდად დაამარცხა „მიუხედავად იმისა, რომ ნაცმოძრაობის საპარლამენტო დეპუტაციის თითქმის სრული შემადგენლობა იყო გადასროლილი მათთვის ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში – წინასწარი ინფორმაციით, ორივე ქალაქში ხელისუფლების კანდიდატებმა 70%-მდე მიიღეს“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით ოპოზიციური გათვლებით მოსალოდნელი კრახი დამაჯერებელ გამარჯვებაში ტრანსფორმირდა – რაც სახელისუფლებო ყულაბაში, საზოგადოებრივი ნდობის დამატებით “სარეზერვო” მარაგებზე მეტყველებს. „ყველას გვახსოვს საკმაოდ რთული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც მთელ რიგ უბანზე გამარჯვებულის ვინაობა მეორე ტურებმა გადაწყვიტეს.

ყველას გვესმის ოპოზიციური სპექტრის მხრიდან, რაოდენ “არასწორად” წარმართავს თავის პოლიტიკას “ქართული ოცნება”. დღეს თუნდაც ორ საარჩევნო ლოკაციაზე – ბათუმსა და რუსთავში – “ჭეშმარიტების მომენტი” უნდა დამდგარიყო. დადგა კიდეც – ოღონდ ოპოზიციისთვის კვლავ “ასინეთური” ნიშნით – პირიქით მოხდა ყველაფერი. რაც წინა არჩევნებში წააგო “ქართულმა ოცნებამ” – ზუსტად იმ უბნებზე დაფიქსირდა მისი 20 პროცენტიანი უპირატესობა კონკურენტზე.

მიუხედავად იმისა, რომ ნაცმოძრაობის საპარლამენტო დეპუტაციის თითქმის სრული შემადგენლობა იყო გადასროლილი მათთვის ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში – წინასწარი ინფორმაციით, ორივე ქალაქში ხელისუფლების კანდიდატებმა 70%-მდე მიიღეს. ოპოზიციური გათვლებით მოსალოდნელი კრახი დამაჯერებელ გამარჯვებაში ტრანსფორმირდა – რაც სახელისუფლებო ყულაბაში, საზოგადოებრივი ნდობის დამატებით “სარეზერვო” მარაგებზე მეტყველებს. “მშვიდობისა და სტაბილურობის” პარტიამ – “ომისა და პროვოკაციების” პარტია პირწმინდად დაამარცხა“- წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება