fbpx

დავით ქართველიშვილი – მეხუთე კოლონის დამახინჯებულ სხეულს კელი დეგნანმა საბოლოო განაჩენი გამოუტანა

დავით ქართველიშვილი – მეხუთე კოლონის დამახინჯებულ სხეულს კელი დეგნანმა საბოლოო განაჩენი გამოუტანა არ სურს ერთიანობა მეხუთე კოლონას, არს სურს მას რუსეთისთვის მკაფიო გზავნილის გაგზავნა ქალბატონო ელჩო…დაანებეთ მათ თავი, ჩვენთან იმეგობრეთ – დამიჯერეთ, ჩვენ მოწყურებულები ვართ თქვენთან მეგობრობას! – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ამერიკის ელჩის განცხადებას, რომ საქართველომ მკაფიო პოზიცია გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ. „საქართველოში აშშ-ს ელჩის ბოლო განცხადების შემდეგ, მეხუთე კოლონა გაცოფდა და აიწყვიტა. ქუჩას აარიდეთ ცოფზე აუცრელი ახლობლები! ეშმაკზე საცეცხლურის კმევის მსგავსი ეფექტი ჰქონდა დღეს კელი დეგნანის ნებისმიერ სიტყვას – “საქართველომ მკაფიო პოზიცია გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ, ის მკაფიო პოზიციას იკავებს მრავალმხრივ ორგანიზაციებში, გაერო-ში, ევროპის საბჭოში და ეს ძალიან დასაფასებელია”. არც ეს იკმარა ქალბატონმა ელჩმა და საქმეში წმინდა ნაკურთხი წყლის სხურების მსგავსად, მეხუთე კოლონას კრუნჩხვები დააწყებინა – “ასევე დასაფასებელია ქართველი ხალხის, ბიზნესისა და მთავრობის გულმხურვალე პასუხი ჰუმანიტარული დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევისთვის უკრაინელი ხალხისთვის”. მეხუთე კოლონის დამახინჯებულ სხეულს, საკონტროლო გასროლისა და ჯვრის გადასახვის ეფექტის მსგავსად, კელი დეგნანმა საბოლოო განაჩენიც გამოუტანა: “ამ დროს ერთიანობა, ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია, რომლის გაგზავნაც რუსეთისთვის შეგვიძლია, რომ საერთაშორისო საზოგადოება რჩება ერთიანი ამ თავდასხმის წინაშე, ევროპული უსაფრთხოებისა და იმ პრინციპების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას გვინარჩუნებდა გასული 30 წლის განმავლობაში“. არ სურს ერთიანობა მეხუთე კოლონას, არს სურს მას რუსეთისთვის მკაფიო გზავნილის გაგზავნა ქალბატონო ელჩო…დაანებეთ მათ თავი, ჩვენთან იმეგობრეთ – დამიჯერეთ, ჩვენ მოწყურებულები ვართ თქვენთან მეგობრობას!“ – წერს ქართველიშვილი facebook – ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება