პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს ეხმიანება. ექსპერტის თქმით, ემანუელ მაკრონმა დირექტივები, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპისგან მიიღო. „საფრანგეთის პრეზიდენტი დაუკავშირდა “არალეგიტიმური” მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს და “რუს ოლიგარქ” ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობის ინიციატივით. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპთან პარიზში შეხვედრის შემდეგ მიღებული დირექტივის თანახმად, როდესაც ამ უკანასკნელმა ზურაბიშვილთან გაცნობით შოკი მიიღო. ველოდებით მაკრონის “და-ჰეჩინსკებას”,“- წერს დავით ქართველიშვილი.