fbpx

დავით ქართველიშვილი: „დაუძინებელი დაქალი“ ვიოლა ფონ კრამონი ძალიან „ზრუნავს“ ბიძინა ივანიშვილის დანაზოგებზე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას: „ბიძინა ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, ის გადაიტანს თავის ფულს საქართველოში. ახლა ამის სამართლებრივი საფუძველიც არსებობს”, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

დავით ქართველიშვილი ირონიულად აღნიშნავს, რომ „დაუძინებელი დაქალი“ ძალიან ზრუნავს ივანიშვილის დანაზოგებზე.

„აი, საიდან მოდის პოლიტიკური შიზოფრენია, აი, სადაა სათავე. რას ამბობს, იცით? ოჯახზე ზრუნვის, მეუღლისთვის სურსათის, ხოლო შვილებისთვის ახალი „ბაჩიების” ყიდვის მიზნით და „რესტორნებში არ დამეხარჯოს” მოტივით, ქმარმა თავისი ჯამაგირი შეიძლება სახლში მოიტანოს!!! მას ამის სამართლებრივი საფუძველი აქვსო, ამბობს ეს ჩვენი „დაუძინებელი დაქალი”.

ვიოლა ფონ კრამონი: „ბიძინა ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, ის გადაიტანს თავის ფულს საქართველოში. ახლა ამის სამართლებრივი საფუძველიც არსებობს”. როგორ გვიფრთხილდებიან! როგორ ზრუნავენ ჩვენს დანაზოგებზე!“, – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება