fbpx

დავით ქართველიშვილი „გამჭვირვალობის კანონის” მიღებაზე: ისტორიული დღეა ქვეყნისთვის, რომელმაც ევროკავშირში საკუთარი ღირსებით შესვლა დააანონსა

დავით ქართველიშვილი „გამჭვირვალობის კანონის” მიღებაზე: ისტორიული დღეა ქვეყნისთვის, რომელმაც ევროკავშირში საკუთარი ღირსებით შესვლა დააანონსა, ისტორიული დღეა ხელისუფლებისთვის, რომელიც დასავლელ პარტნიორებს მეგობრობისა და მეკავშირეობის ფორმატის გაფართოებას სთავაზობს „ისტორიული დღეა ქვეყნისთვის, რომელმაც ღირსეულ ევროკავშირში საკუთარი ღირსებით შესვლა დააანონსა. რომელმაც ქვეყნის საბოტაჟისთვის, არეულობისთვის, გადატრიალებისთვის, ომისთვის, დამოუკიდებლობის მოსპობისათვის განკუთვნილ ფინანსებს შლაგბაუმი დაუყენა,“ – წერს „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას. მისი განცხადებით, ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს მეგობრობის ფორმატს სთავაზობს, რასაც „რუსეთუმეობაში” უთვლიან, ხოლო აგენტები და ლაქიები ხელისუფლების წარმომადგენლებს „მონებს” და „მოღალატეებს” უწოდებენ, იმ ფონზე, რომ მმართველი გუნდი არ დათანხმდა „ბახმუტიზაციას” და „გლობალური ომის პარტიის” ყველა შეტევა მოიგერია. „ისტორიული დღეა ქვეყნისთვის, რომელმაც ღირსეულ ევროკავშირში საკუთარი ღირსებით შესვლა დააანონსა. რომელმაც ქვეყნის საბოტაჟისთვის, არეულობისთვის, გადატრიალებისთვის, ომისთვის, დამოუკიდებლობის მოსპობისათვის განკუთვნილ ფინანსებს შლაგბაუმი დაუყენა. ისტორიული დღეა ხელისუფლებისთვის, რომელიც საკუთარ დასავლელ პარტნიორებს მეგობრობისა და მეკავშირეობის ფორმატის გაფართოებას სთავაზობს – მას კი ამას „რუსეთუმეობაში” უთვლიან. ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყნის „ბახმუტიზაციას” წითელი აუნთო, რომელმაც „გლობალური ომის პარტიის” მხრიდან ლამის „ბირთვული” შემოტევა მოიგერია – „მონებს” და „მოღალატეებს” უწოდებენ აგენტები, მარიონეტები და ლაქიები. იმის შეგრძნება, რომ რეალურად ჩვენ ვართ გმირები და ამ „ჩვენ”-ში რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებასთან” ერთად „ხალხის ძალას” ვგულისხმობ – საზოგადოების ფართო წრეებში თანდათანობით აუცილებლად მოვა. მოვა – ამ ქვეყანაში ლიბერალური ფაშიზმის, ლგბტ-პროპაგანდის, „გ.ო.პ.”-ნიკების მხრიდან არაფორმალური მმართველობის დასრულებისთანავე. მოვა – ქვეყნის ბედის განმსაზღვრელ პოზიციებზე მოკალათებული უკანასკნელი მოღალატეების ლუსტრაციისთანავე. მოვა – ქვეყნის აღმშენებლობის პროცესებში ნიჭიერი და დაუმსახურებლად ჩრდილში მოქცეული კადრების, მათ შორის – ახალგაზრდობის მოწვევისთანავე. მოვა – ეკონომიკურად სტაბილურ და აყვავებულ გაერთიანებულ საქართველოში. მანამდე კი, ყველას გილოცავთ, მათ შორის, აქციონერებს. ოღონდ! მათი ქოუჩების გარდა! დღეს მათი დღე ნამდვილად არ იყო…” – წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება