დავით ნარმანია პარლამენტში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მოხსენებით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია საქართველოს პარლამენტის ევროპასთანინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებისერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრაენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესებისა და„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისსაკითხზე.დავით ნარმანიამ კომიტეტების წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდაენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვისკუთხით არსებული სამართლებრივი ჩარჩოს, მომხმარებელთა საჩივრების კლასიფიკაციის,მოწყვლადი მომხმარებლის დაცვის მექანიზმებისა და მომსახურების ხარისხისსტანდარტების შესახებ.საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სხვადასხვასექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 5 მარეგულირებელიუწყების მოსმენა გაიმართა. მოხსენებით წარდგნენ სემეკის, კონკურენციისა დამომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფოზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელი პირები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება