fbpx

დავით ბაქრაძე ,,ევროპულ საქართველოს ტოვებს?!

ევროპულ საქართველოში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ On.ge-ს პარტიის ლიდერებმა განუცხადეს. დავით ბაქრაძეს მას შემდეგ დავუკავშირდით, რაც მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის ევროპული საქართველოდან წასვლას აპირებს. პარტიის არცერთი ლიდერი ამას არ ადასტურებს, თუმცა საუბრობენ სტრუქტურულ ცვლილებებზე.

“პარტიაში ცვლილებები იგეგმება, მაგრამ წასვლის ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. ცვლილებები შეეხება პარტიის სტრუქტურას და სამომავლო გეგმებს. მეტ დეტალებს ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით”, — უთხრა დავით ბაქრაძემ On.ge-ს.

პარტიის თავმჯდომარემ იქვე განმარტა, რომ საერთო ოპოზიციურ პრინციპულ საკითხებზე, მაგალითად, პარლამენტში არშესვლაზე, პოზიციები უცვლელია.

“ყველა წევრის და პირადად ჩემი მხრიდანაც ბოიკოტი ძალაშია და შეცვლა არ განიხილება”, — განაცხადა მან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება