დაბლა გომის მე-6 ქუჩაზე ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, დაბლა გომის მე-6 ქუჩაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე კაპიტალური გზის საფარი არასოდეს ყოფილა, რის გამოც პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც სატრანსპორტო მიმოსვლას, ისე ადგილობრივების საცხოვრებელ პირობებს.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვაჟა სტურუა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.

ამ ეტაპზე, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთდროულად 7 სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება