” მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ხევებისა და სანიაღვრე არხების პერიოდული გაწმენდა მნიშვნელოვანია სტიქიის პრევენციის კუთხით. ამ ეტაპზე, სპეც. ტექნიკის საშუალებით, დაგროვილი შლამისა და ინერტული მასალისგან იწმინდება მდინარე საჭურის კალაპოტი, რაც წყალუხვობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის რისკებს” – განაცხადა ლევან წიკლაურმა.
