fbpx

დაახვიოს კობახიძემ თავისი კანონი და გაიკვეხოს უკან… – გიგი უგულავა

ვერანაირად ვერ გამოიყენებენ საბიუჯეტო დაფინანსებას სატყვიარად, გაიკვეხოს კობახიძემ თავისი დაფინანსება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

„კანონის მიხედვით, მათ შორის, იმ კანონის მიხედვით, რაც ზარ-ზეიმით მიიღო ბატონმა კობახიძემ, პარტიების დაფინანსება არ არის პარლამენტის მოღვაწეობის ფორმატში, არამედ იმ ხმების რაოდენობაზეა, რაც მიიღეს პარტიებმა.

მეორე, დაახვიოს კობახიძემ ეს თავის კანონი და აღარ გავაგრძელებ მერე. თუ კობახიძეს ჰგონია, რომ პარტიული დაფინანსებით დააშანტაჟებს ვინმეს. ხო ბრიყვი ღლაპია, მაგრამ კიდევ უფრო მეტ ფსკერზე ყოფილა, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა. ამითი პარტიებს ვერ დააშანტაჟებენ, ეს არის უკანონობა. სატყუარად თუ ფიქრობენ გამოიყენონ დაფინანსება, ეს საკუთარ თავზე მეტყველებს. თუ უნდათ შეწყვიტონ, თუ უნდათ ნუ შეწყვიტავენ – არ მაინტერესებს მეტი. ვერანაირად ვერ გამოიყენებენ საბიუჯეტო დაფინანსებას სატყუარად, გაიკვეხოს უკან კობახიძემ თავისი დაფინანსება“, – განაცხადა უგულავამ.

გაუზიარე!

Shares