fbpx

გუშინ ვითარება ეკლესიებში, საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვები დაირღვა. ეს არის მიუღებელი-ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე-ჩვენ ვიხილეთ გუშინ ვითარება ეკლესიებში, როდესაც არაერთ ადგილას საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვები დაირღვა. ეს არის მიუღებელი და ასეთ დროს ხელისუფლებას ბუნებრივია ექნება შესაბამისი რეაგირება. საგანგებო რეჟიმის ზოგადი წესები გაწერილია და ბუნებრივია უნდა იყოს დაცული. სადაც კონკრეტულ შემთხვევაში იქნება დარღვევა, იქ რეაგირება ბუნებრივია იქნება”,- განაცხადა კობახიძემ “დღის კურიერში”.

რაც შეეხება, რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია, კობახიძის თქმით, ამ საკითხზე ხელისუფლება და საპატრიარქო ერთიან გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც უახლოეს დღეებში ცნობილიც გახდება

გაუზიარე!

Shares